რა ხდება სოხუმში: ყველაფერი, რაც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ ვიცით
რა ხდება: დღეს 18:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართება აქცია, სახელწოდებით — "შეაჩერეთ ანექსია".
აქციის მონაწილეები აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას გააპროტესტებენ.
ორგანიზატორია "მოძრაობა აფხაზეთისთვის".
რა ელის ბიჭვინთის აგარაკს
ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი, რომელიც 1958-1961 წლებშია აშენებული, რუსეთს 49-წლიანი იჯარით მისცეს.
- შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი, რის გამოც, შეთანხმების რატიფიცირებისთვის ე.წ. პარლამენტმა სხდომა გამთენიისას გამართა.
- "პარლამენტის სპიკერის", ლაშა აშუბას თქმით, რიგგარეშე სხდომას 28 "დეპუტატი" ესწრებოდა. შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 26-მა მათგანმა დაუჭირა.
- პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
რას ითვალისწინებს შეთანხმება
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით,
- 2022 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული "ობიექტი" მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში, უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
- რუსულ მხარეს 49-წლიანი იჯარით ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტის მიმდებარე ზღვის ფართობი. ყოველი ნაკვეთისთვის ქირას — წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის.
- ამ მიწის ნაკვეთებზე, მოსკოვს უფლება აქვს, აწარმოოს კაპიტალური მშენებლობა, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით. ნაგებობები რუსეთის საკუთრება იქნება.
- დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული მხარე იყენებს ობიექტს, მიწის ნაკვეთებს და ზღვის მონაკვეთს სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული პირების მონაწილეობით, ასევე, მათ დასასვენებლად.
- მხარეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი იდება 49 წლით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.
რა რეაქცია მოჰყვა შეთანხმებას აფხაზეთში
- აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეებმა შეკრება 26 დეკემბრის საღამოს დაიწყეს.
- მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა, 28 დეკემბრის ნაცვლად, 27 დეკემბერს გადაწყდა.
- დღეს "ოპოზიციამ" და სამოქალაქო აქტივისტებმა "პარლამენტის" გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.
- შეთანხმების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
რა თქვეს შეთანხმების შესახებ თბილისში
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგი მიტაცება და მცოცავი ანექსიის პოლიტიკა დაგმო.
- "ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
- მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ", — დაწერა X-ზე სალომე ზურაბიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ამ შეთანხმების რატიფიკაცია მორიგი უკანონო ქმედებაა და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკას აგრძელებს.
- "საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი", — წერს საგარეო უწყება.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები