2 ბომბის აფეთქებას ირანში, სულ მცირე, 103 ადამიანი ემსხვერპლა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე, 2 ბომბი აფეთქდა, დაიღუპა სულ მცირე 103 ადამიანი.
- ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავდა.
დეტალები: აფეთქება საჰებ ალ-ზამანის მეჩეთთან, ირანის სამხრეთით მდებარე კერმანში მოხდა. კერმანი ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქი იყო.
- ირანული მედიის ინფორმაციით, პირველი ბომბი, ადგილობრივი დროით, 14:50 წუთზე აფეთქდა, მეორე კი, დაახლოებით, 15 წუთის შემდეგ. ორივე აფეთქება სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა.
- საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბომბები ადგილზე ჩანთებით მიიტანეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს.
- ირანული წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, მოკლულებს შორის არის სასწრაფო დახმარების სულ მცირე 1 ექიმი, რომელიც ადგილზე პირველი აფეთქების შემდეგ მივიდა, ის მეორე აფეთქებას ემსხვერპლა.
- კერმანის გუბერნატორის მოადგილის თქმით, ეს "ტერორისტული აქტი" იყო.
- ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, ვინ დგას აფეთქებების უკან.
- გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სოლეიმანის საფლავი დაზიანებული არ არის.
- ინციდენტი მოხდა რეგიონში დაძაბულობის ფონზე — მას შემდეგ, რაც ლიბანში, სავარაუდოდ, ისრაელმა, მოკლა ჰამასის ლიდერის მოადგილე.
ბოლო ხაზი: ყასემ სოლეიმანი ირანში უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემდეგ, ყველაზე გავლენიან ფიგურად მოიაზრებოდა. ის ირანის ელიტური ძალების, ყუდსის მეთაური იყო. სოლეიმანი 2020 წლის იანვარში, ერაყში, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები