გამოვიდა სანთელი ჯეიკობ ელორდის ნაბანი წყლის არომატით
სურნელოვანი სანთლები პოპულარობას არ კარგავს, ამ პროდუქტების მწარმოებლები კი ყოველ წელს ცდილობენ, მომხმარებელი ორიგინალური არომატებით გაანებივრონ. თუმცა, ორიგინალური მაინცდამაინც სასიამოვნოს როდი ნიშნავს — სხვა თუ არაფერი, უკანალის და ვაგინის არომატიანი სანთლების ამბავი მაინც გეხსომებათ...
ახლა კი, დრო მოსულა, ნაბანი წყლის არომატიანი სანთელი გავიცნოთ. თანაც, არც მეტი, არც ნაკლები, ჯეიკობ ელორდის ნაბანი წყლის სურნელით.
საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ინტერნეტში ძალზედ პოპულარული გახდა 2023 წელს გამოსული ფილმი Saltburn, რომელშიც მთავარ როლებს ჯეიკობ ელორდი, როზამუნდ პაიკი და ბარი კიოგენი ასრულებენ. უფრო ზუსტად კი, სოციალური ქსელები მოიცვა ამ ფილმის ერთ-ერთი, საკმაოდ უცნაური სცენის განხილვამ. სცენაში ვხედავთ, როგორ ხვრეპს კიოგენის პერსონაჟი ოლივერი თავისი მეგობრის, ფელიქსის (ჯეიკობ ელორდი), ნაბან წყალს, რომელშიც ეს უკანასკნელი მასტურბირებდა...
ეს სცენა ჯერ უთვალავი მიმის შთაგონების წყაროდ იქცა, ახლა კი უკვე სურნელოვანი სანთელიც შეიქმნა მისი ინსპირაციით. "ჯეიკობ ელორდის ნაბანი წყალი" — სწორედ ამგვარი დასახელებით გამოჩნდა ახალი პროდუქტი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებზე. არომატული სანთლის ღირებულება დაახლოებით $28-ს შეადგენს.
"კარგი სანთლის არომატს ვერაფერი შეედრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არომატი ჯეიკობ ელორდითა და იმითაა შთაგონებული, თუ როგორ წარმოგვიდგენია მისი უმაღლესობის სურნელი", — ვკითხულობთ პროდუქტის აღწერაში.
///
მისი უმაღლესობის სურნელით შთაგონებულ სანთელს კი სამი სხვადასხვა არომატი აქვს: პიკანტური, ვანილისა და ზღვის სიოსი.
Saltburn ოსკაროსანი ინგლისელი რეჟისორისა და მწერლის, ემერალდ ფინელის, უახლესი ნამუშევარია. ფილმი შთაგონებულია ივლინ ვოს ცნობილი რომანით, ბრაიდსჰედში დაბრუნება. მასში მოქმედება ვითარდება 2000-იანი წლების ინგლისში და გვიყვება ამბავს ორ სტუდენტზე, რომლებიც ზაფხულს ერთად ატარებენ ერთ-ერთი მათგანის მდიდრულ მამულში.
Saltburn-ის პრემიერა შარშან აგვისტოში შედგა ტელურაიდის კინოფესტივალზე. ფინელის ნამუშევარმა კრიტიკოსებისგან მეტწილად დადებითი შეფასება მიიღო, მასში შესრულებული როლებით კი კიოგენი და პაიკი ოქროს გლობუსის ნომინანტებიც გახდნენ.
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
კომენტარები