გრიპის ვირუსის შემთხვევები გაორმაგდა — ივანე ჩხაიძის რჩევები, ინფიცირების შემთხვევაში

ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
რა ხდება: ბოლო ორ კვირაში ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია.
- ამის შესახებ იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
- მისი თქმით, გრიპის ვირუსის სტატისტიკა აღმავალ მრუდზეა.
რა შტამები ცირკულირებს და რა სიმპტომები აქვს: ლაბორატორიულად, უმეტესად, დასტურდება ორი შტამი — H1N1 და H1N3.
თუმცა, ქვეყანაში სხვა ვირუსებიც ცირკულირებს — ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი.
ექიმის თქმით, კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და "წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა".
ჩხაიძის განმარტებით, ამჟამად გავრცელებულ ვირუსს ახასიათებს
- მაღალი ტემპერატურა (38 და მეტი)
- თავის, სახსრების, ყელის და კუნთების ტკივილი.
ბავშვებში კი, ამ ყველაფერს ემატება მომატებული ძილიანობა, საკვებზე უარის თქმა, ჭირვეულობა.
გაფრთხილება: ვირუსს განსაკუთრებით უნდა ერიდონ 5 წლამდე ბავშვები, ორსული ქალები და 65 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მცირე ასაკის ბავშვებში გრიპი ექიმმა უნდა მართოს.
- ივანე ჩხაიძის რეკომენდაციით, როცა სიცხე 38 გრადუსი და მეტია, პაციენტმა უნდა მიიღოს სიცხის დამწევი საშუალება.
- ასევე, ვირუსის დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის სმა.
- "გრიპი გადამდებია და ბავშვია თუ მოზრდილი, სხვისთვის საშიშია. თუ ეს ნიშნები გაქვთ, დარჩით სახლში", — ამბობს ჩხაიძე.
მსგავსი თემა: რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვირუსის ვაქცინაციის შესახებ
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები