ბიჭვინთის აგარაკზე რუსეთთან გარიგების შემდეგ, აფხაზეთში ახალი ოპოზიციური ბლოკი შეიქმნა
აფხაზეთის ახალი ოპოზიციური ბლოკის ლიდერებმა, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებს მოუწოდეს, გაერთიანდნენ და იბრძოლონ "აფხაზეთის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთში, 8 იანვარს ოპოზიციონერმა აქტივისტებმა, ბიზნესმენებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის — ახრა ბჟანიამ, ალხას ჯინჯოლიამ, თენგიზ ჯოპუამ, ლევან მიქაამ და ლაშა ზუხბამ, ახალი ოპოზიციური პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს.
ინიციატივის შესახებ საზოგადოებას მას შემდეგ გააცნეს, რაც, 27 დეკემბერს, პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე მხარი დაუჭირა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას.
ბლოკს, ჯერჯერობით, სახელწოდება არ აქვს. მისი დამფუძნებლები მოუწოდებენ შეთანხმების ყველა მოწინააღმდეგეს, გაერთიანდნენ "აფხაზი ხალხის ეროვნული ინტერესების დასაცავად“.
აქტივისტებმა დაგმეს აფხაზეთის პარლამენტის მიერ გარიგების თითქმის ერთსულოვანი რატიფიკაცია და ისაუბრეს როგორც ოპოზიციის, ისე ფართო საზოგადოების უმოქმედობის შესახებ.
"[აფხაზეთში] არ არსებობს რეალური პოლიტიკური განხეთქილება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ან ოპოზიციის შიგნით. მთავარი საკითხია, შევინარჩუნებთ ჩვენს სუვერენიტეტს, თუ გავიზიარებთ მას[რუსეთთან]. ჩვენ მივდივართ პოლიტიკური ბანაკების ასეთი დაყოფისკენ”, — განაცხადა დამფუძნებელმა ალხას ჯინჯოლიამ.
კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, თენგიზ ჯოპუამ დაგმო აფხაზეთის ოპოზიცია "ორ სკამზე ჯდომისთვის, თუმცა ორივედან ჩამოვარდნის“ გამო. ამბობს, რომ რომ ოპოზიციური პოლიტიკოსები ცდილობდნენ, გაეკრიტიკებინათ მთავრობა და, ამავე დროს, არ დაეზიანებინათ მასთან ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბლოკს არ გამოუქვეყნებია რაიმე პროგრამა, ან ფორმალური ვალდებულებები, მისი მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის მიერ დაწესებული სხვადასხვა სადავო კანონის მიღებას, როგორიცაა "უცხოელი აგენტების კანონი“, სამშენებლო და უძრავი ქონების კანონი, კანონები, რომლებიც იძლევა მსხვილი ენერგეტიკული ობიექტების კერძო პირებისთვის გადაცემის საშუალებას და სხვა.
ჯოპუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბრალდებებს "ანტირუსულობის“ შესახებ მათ მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების ინიციატივებს.
"რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები და ის იცავს მათ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ვალდებულები ვართ დავიცვათ ისინი“, — განაცხადა ჯოპუამ. "დღეს რუსეთში ზომიერი ნაციონალიზმი გამოიყენება; რატომ არ შეგვიძლია ჩვენც ასე მოვიქცეთ?"
ალხას ჯინჯოლიამ და ახრა ბჟანიამ დაამატეს, რომ თუ საჭირო იქნება იარაღის აღება აფხაზეთის დასაცავად ასეთი კანონებისგან, ისინი მზად არიან ამისათვის.
რუსეთის მიერ აფხაზეთზე კონტროლის გამკაცრება
ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა ბოლო იყო რუსული ინიციატივების სერიიდან, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, მიზნად ისახავს აფხაზეთის საშინაო საქმეებზე ქვეყნის კონტროლის გაძლიერებას.
შეთანხმება 1995 წლით თარიღდება, როდესაც აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი, ვლადისლავ არძინბა დათანხმდა აგარაკის გაქირავებას რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურზე, 49 წლით. მას მოჰყვებოდა მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 180 ჰექტარი, სამი ნაგებობით, შავი ზღვის სანაპიროზე. ეს შეთანხმება უმოქმედო იყო 2022 წლის იანვრამდე, შემდეგ კი, მთავრობამ გადაწყვიტა მისი გაახლება და გახანგრძლივება, აქტივისტებისა და სამართლის ექსპერტების კრიტიკის ფონზე, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ხელშეკრულების კანონიერებას.
ვადის გახანგრძლივება რატიფიცირებული იქნა 27 დეკემბერს, დილით. გაჩნდა ვარაუდი, რომ მთავრობამ რიგგარეშე სხდომა არასამუშაო დროს გამართა, რათა თავიდან აეცილებინა მასობრივი პროტესტი.
"პარლამენტის სხდომები შეიძლება ჩატარდეს ღამით მხოლოდ ომის დროს და საგანგებო სიტუაციებში. შეთანხმება უნდა გასულიყო პირველი მოსმენით, მეორე მოსმენით ცვლილებებით და შემდეგ, საბოლოო მოსმენით. ყველაფერი დარღვევებით გაკეთდა”, — განაცხადა ოპოზიციური ბლოკის ახალმა დამფუძნებელმა ახრა ბჟანიამ.
2020 წლიდან ხელისუფლება განიხილავს, რუსეთში მოქმედი კანონის მსგავსად, "უცხო ქვეყნის აგენტების კანონის“ მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის შეზღუდვას, დასავლური დაფინანსების შეზღუდვის გზით. 2023 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აძლიერებს შეზღუდვებს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გააკრიტიკა USAID აფხაზეთში ანტირუსული განწყობების გაღვივებისთვის.
აფხაზეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის ნების დართვის შესახებ ოდეა 2010 წლიდან განიხილება, თუმცა მას ოპოზიციის მწვავე წინააღმდეგობა მოჰყვა. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ეს გამოიწვევს მიწის მასობრივ გაყიდვას რუს ინვესტორებზე, რუსეთის გავლენის გაზრდას ადგილობრივ ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ასევე, შექმნის შესაძლებლობას, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებისთვის, შეიძინონ ქონება აფხაზეთში. უძრავი ქონების გაყიდვა, ამჟამად, აფხაზეთის კანონმდებლობით აკრძალულია.
ეს საკითხი, პერიოდულად, კვლავ ხდება ხოლმე აქტუალური, ბოლოს კი 2023 წლის ივნისში კვლავ იქცა განხილვის საგნად, სამშენებლო კანონის შესახებ სოხუმის მერსა და ქალაქის საკრებულოს შორის დაპირისპირების დროს.
2017 წელს შეიქმნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი აფხაზეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის იმის შიშის ფონზე, რომ უწყება რუსეთის ოფიციალურ პირებს არაპროპორციულ ბერკეტს მიანიჭებდა აფხაზეთის საშინაო საკითხებში.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
კომენტარები