ევროვიზია 2024-ზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი გზით, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს 26 წლის მუსიკოსი შვედეთში დაგეგმილ კონკურსზე.
"ოცნებები ხდება", — წერს ბუზალაზე ინსტაგრამზე, — "ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელ გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო".
აღსანიშნავია, რომ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში 2017 წელსაც მონაწილეობდა. მომღერალმა მაშინ მე-2 ადგილი დაიკავა.
მანამდე, 2014 წელს, ბუზალაძე გახდა საერთაშორისო კონკურს ახალი ტალღის გამარჯვებული. გასულ წელს იგი ასევე მონაწილეობდა American Idol-ში.
გასული წლის ივნისში ნუცა ბუზალაძემ რუსეთში იმღერა, რის გამოც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. 24 ივნისს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე ქართველი მომღერალი, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია და სხვები მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ერთობოდნენ. მომღერლებმა ღონისძიებაზე სიმღერა სამშობლოც შეასრულეს.
ვიდეოებში ვნახეთ რუსეთში მოღვაწე მომღერალი სოსო პავლიაშვილი და მეგი გოგიტიძე, რომელიც უკრაინის ომის ფონზეც აგრძელებდა რუსეთში სიმღერას. წვეულებას ესწრებოდა პუტინისტური ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშიაც. დაბადების დღიდან ვიდეოები სოციალურ ქსელში ეკატერინა სტეფანოვამაც გაავრცელა. მოგვიანებით ბუზალაძემ რუსეთში სიმღერისთვის ბოდიში მოიხადა.
რიგით 68-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე უმასპინძლებს. წლევანდელი ევროფესტივალის ნახევარფინალური შოუები 7 და 9 მაისს, ფინალი კი 11 მაისს გაიმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო ევროვიზიაზე წელს უკვე მეთექვსმეტედ წარდგება. არცთუ ხანმოკლე მონაწილეობის მიუხედავად, ქვეყნის საუკეთესო შედეგად კონკურსზე მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011 წელს კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს. ამასთან, შარშან საქართველო ზედიზედ მეექვსედ დარჩა ფინალს მიღმა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები