ტაივანის არჩევნებში იმარჯვებს უილიამ ლაი, რომელსაც ჩინეთი "პრობლემად" მიიჩნევს

ფოტო: MAN HEI LEUNG/ANADOLU/GETTY
რა ხდება: ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, უილიამ ლაი იმარჯვებს.
- ის არის საპრეზიდენტო კანდიდატი დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან (DPP), რომელიც მმართველი პარტიაა ტაივანში.
- ადგილობრივი მედიის მიხედვით, უილიამ ლაი გახდა პირველი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც მიიღო ხუთი მილიონი ხმა.
- ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 90%-ზე მეტი ბიულეტენია დათვლილი.
წინასწარი შედეგების გავრცელების შემდეგ, უილიამ ლაიმ კომენტარი გააკეთა: "მინდა, მადლობა გადავუხადო ტაივანელ ხალხს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ახალი თავი დაწერეს", — თქვა მან.
- დამარცხება აღიარა ვენ-ჯემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა ტაივანის სახალხო პარტიიდან (TPP),
- ასევე, ჰოუ იუ-იჰიამ, რომელიც ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიჩნეოდა უილიამ ლაის ყველაზე მნიშვნელოვან მეტოქედ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესს ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის კომუნისტი ლიდერები, რომლებიც დიდი ხანია, ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად აცხადებენ.
- ჩინეთი ღიად ეწინააღმდეგება ტაივანის ამჟამინდელ მმართველ პარტიას და აცხადებს, რომ ეს არის არჩევნები "ომსა და მშვიდობას, კეთილდღეობასა და უკუსვლას შორის".
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ-პინმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ "სამშობლოს გაერთიანება ისტორიული და გარდაუვალია". - ტაივანის საკითხი რჩება დაძაბულობის მნიშვნელოვან წყაროდ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. აშშ ტაივანის მთავარ საერთაშორისო მხარდამჭერი და იარაღის მიმწოდებელია. მისი ურთიერთობები ჩინეთთან, წლების განმავლობაში, გართულებულია.
ბოლო ხაზი: ის, თუ როგორი იქნება ჩინეთის რეაქცია ტაივანელი ამომრჩევლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, იქნება ერთგვარი ტესტი, შეძლებენ თუ არა პეკინი და ვაშინგტონი დაძაბულობის მართვას, ან — არის თუ არა მოსალოდნელი მათ შორის შემდგომი დაპირისპირება და კონფლიქტიც კი.
გაიგე მეტი: არჩევნები, რომელმაც, შესაძლოა, მსოფლიო შეცვალოს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები