ცნობილია, ვინ იქნება 300 მაღალჩინოსანი, რომელთა ქონებას კორუფციის მაღალი რისკის გამო შეამოწმებენ

მოკლედ: ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) მიხედვით, 2024 წელს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და კორუფციის მაღალი რისკიდან გამომდინარე, დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება.
ვინ არიან სიაში: TI-ის მიხედვით, სიაში არიან როგორც მთავრობის და პარლამენტის წევრები, ასევე:
- საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
- საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები;
- საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრები;
- საქართველოს ენერგეტიკისა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები და ენერგოომბუდსმენი;
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული საწარმოები;
- საჯარო უწყებები, მათ შორის, პროკურატურა, საქართველოს ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სუსი,
- მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
სრული სია იხილეთ აქ
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: TI-ის მიხედვით, წინა წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ თითქმის ყოველი მეორე თანამდებობის პირი ქონებას არასრულად ასაჯაროებს, რის გამოც ჯარიმდება.
- ამიტომ, თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ-ერთი საბაზისო მექანიზმია.
- "დეკლარაციების შემრჩევი კომისია წლების განმავლობაში ვერ იქმნებოდა (2018-22 წლებში მხოლოდ ერთხელ – 2019-ში შეიქმნა), რის გამოც ამ წლებში კანონით გათვალისწინებულზე ორჯერ ნაკლები დეკლარაცია შემოწმდა (მაგ: 600-ის ნაცვლად – 300)", — წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.
ბოლო ხაზი: TI-ის ცნობით, შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომლის შექმნის კოორდინაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ითავა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები