აზერბაიჯანმა PACE დატოვა ასამბლეის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ მათი დელეგაციისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინათ
აზერბაიჯანმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ასამბლეაში (PACE) მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა წინადადებას, არ მომხდარიყო აზერბაიჯანის დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება.
24 იანვარს, 76-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის გარიცხვას ადამიანის უფლებების საკითხთან დაკავშირებით, 10 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, აზერბაიჯანის დელეგაციამ განაცხადა, რომ იგი განუსაზღვრელი ვადით აჩერებს ორგანოში მონაწილეობას და თანამშრომლობას.
რეზოლუციის სასარგებლოდ მოყვანილ მიზეზებში იყო ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ორგანიზაციის პრინციპების დარღვევა, ადამიანის უფლებების საკითხები და პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა.
რეზოლუციაში, ასევე, მოხსენიებულია ასამბლეასთან თანამშრომლობის ნაკლებობა, ასევე "სერიოზული შეშფოთება" და ეჭვი აზერბაიჯანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხები და "ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დარღვევის შედეგები“, რომელიც დაკავშირებულია აზერბაიჯანთან. 2023 წლის სექტემბერში ლაჩინის დერეფნის ბლოკირება და მთიან ყარაბაღზე თავდასხმა.
რეზოლუციაში, ასევე, აღნიშნულია ასამბლეასთან ნაკლები თანამშრომლობა, ისევე, როგორც "სერიოზული ეჭვები" აზერბაიჯანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; ასევე, პრობლემები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით და "ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების რღვევის შედეგები", რაც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის კორიდორის ბლოკირებას და 2023 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღზე თავდასხმას უკავშირდება.
კენჭისყრამდე საუბრისას, წევრებმა ხაზი გაუსვეს ეკონომისტის და პოლიტიკოსის, გუბად იბადოღლუს დაპატიმრებას, ასევე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აზერბაიჯანში, კონკრეტულად, შეტევებს "აბზასმედიასა" და სხვა მედიასაშუალებებზე. აბზასმედიას თანამშრომლები ფულის კონტრაბანდის ბრალდებით არიან დაკავებული, თუმცა ისინი ამბობენ, რომ დაკავება უკავშირდება მათ სამუშაოს და კორუფციის შესახებ გამოძიებას.
აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი 2001 წლიდან არის. ორგანიზაციამ რომელშიც შედის ევროპის 46 ქვეყანა, ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სხვა ინსტიტუტებთან ერთად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებები არ მოუხსნის ქვეყანას ევროსაბჭოს წევრის სტატუსს, გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მის მონაწილეობას ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში.
აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა სამად სეიდოვმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაადანაშაულა ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის წარმართვაში, ასევე "აზერბაიჯანოფობიისა და ისლამოფობიის" გამოვლინებაში. მან, ასევე, განაცხადა, რომ "პოლიტიკური კორუფცია, დისკრიმინაცია, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილი, ორმაგი სტანდარტები, ქედმაღლობა და შოვინიზმი“ გახდა "გაბატონებული პრაქტიკა“ ასამბლეაში.
დაძაბულობა აზერბაიჯანსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ბოლო წლებში გაჩნდა, რაც გაძლიერდა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღზე თავდასხმის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიამ დაგმო თავდასხმა, აზერბაიჯანმა არ მოიწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები თებერვლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.
ანარ მამადლიმ, უფლებადამცველმა და არჩევნების მონიტორინგისა და დემოკრატიის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის დემოკრატიის დამკვირვებელმა, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს და მოქალაქეებს მაინც შეუძლიათ ისარგებლონ ევროპის საბჭოს წევრობით.
"აზერბაიჯანის სრული წევრობა ევროპის საბჭოში შეიძლება აღდგეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების განხორციელებით, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებით, კანონების ლიბერალიზაციის გზით, რომლებიც უარყოფითად აისახება მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე“, - წერს მამადლი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები