სერიალში არ გამოჩნდება, რამდენად სექსისტი იყო სოკა — "ავატარის" მსახიობები
22 თებერვალს ნეტფლიქსზე ყველასათვის საყვარელი ანიმაციის, ჰაერის უკანასკნელი მბრძანებლის, სერიალი გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციის სერიალად გადაკეთებას მაყურებლებში უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს ხოლმე, ამ პროექტის მიმართ ყველას მაინც დიდი მოლოდინი აქვს, რაც საოცარი ტრეილერებით, პოსტერებითა და კარგად შერჩეული მსახიობებითაა გამოწვეული.
პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, სერიალის შემქმნელები და მსახიობები კი მედიებს სულ უფრო მეტ დეტალს უმხელენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გამოცემა Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში იან ოუსლიმ (სოკა) და კიავენტიომ (კატარა) იმ განსხვავებებზე ისაუბრეს, რომლებსაც ორიგინალი ანიმაციის ფანები სერიალში შეამჩნევენ.
მსახიობების თქმით, ერთ-ერთი ასეთი განსხვავება სოკას პერსონაჟი იქნება. ანიმაციურ სერიალში სოკა სექსისტურ მოსაზრებებს ხშირად აჟღერებდა, განსაკუთრებით, საკუთარი დისა და კიოშის მეომარი გოგოების მიმართ. სოკა პირველივე ეპიზოდში საყვედურობს კატარას, როცა გაყინულ წყალში აღმოჩნდებიან და ამბობს, რომ არ უკვირს, გოგომ რომ ყველაფერი გააფუჭა.
ანიმაციაში სოკას პერსონაჟი თანდათანობით ვითარდება და აღნიშნული მოსაზრებებიც ეცვლება. ის კი არა, საკუთარ შეცდომებს ხმამაღლა აღიარებს და კიოშის მეომარ გოგოებს დაჩოქილი სთხოვს, რომ ბრძოლა შეასწავლონ.
ამის მიუხედავად, მსახიობების თქმით, ახალ სერიალში სოკას სექსისტური ფრაზები ნაკლებად ექნება.
"ვფიქრობ, [სერიალში] ისიც არ გამოჩნდება, თუ რამდენად სექსისტი იყო [სოკა]", — განაცხადა კიავენტიომ და მას სოკას მსახიობიც დაეთანხმა, რომლის თქმითაც, რადგანაც ახალი პროექტი სერიალია და არა ანიმაცია, მასში გარკვეული დეტალები განსხვავებული მიმართულებით განავითარეს.
სოკას სექსიზმი ერთადერთი განსხვავება არ იქნება სერიალსა და ანიმაციას შორის. შოუს ერთ-ერთი შემქმნელის, ალბერტ კიმის, თქმით, სერიალი განსხვავებულად დაიწყება და ისეთ სცენებსაც ვიხილავთ, რომელიც ანიმაციაში მხოლოდ ზედაპირულად იყო ნაჩვენები, მაგალითად, ჰაერის მბრძანებლების გენოციდი და ცეცხლის სამეფოს ძალაუფლებაში მოსვლა.
შემქმნელების თქმით, მაყურებლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ახალი პროექტი ანიმაცია არაა, რის გამოც ბევრი დეტალი ახალი და განსხვავებული იქნება.
სანამ 22 თებერვალი მოვა, ისღა დაგვრჩენია, სერიალის ტრეილერს ვუყუროთ:
ამავე თემაზე:
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
კომენტარები