ბერლინალეზე კინოცენტრს გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტი წარადგენენ — პუბლიკა
პუბლიკის ინფორმაციით, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს, რაც წინა წლებთან შედარებით საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ასევე, პუბლიკამ მოიპოვა იმ ადამიანთა სია, რომლებიც კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები იქნებიან.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე კინოცენტრის დელეგაციაში POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე იქნებიან. კინოცენტრი გური სულთანიშვილს ბერლინალეზე გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს, ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს — როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.
გური სულთანიშვილმა პუბლიკასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბერლინალეზე ქართული სტენდის გასაშუქებლად მიემგზავრება, ხარჯებს კი კინოცენტრი დაფარავს. გარდა ამისა, ანაზღაურების სახით 200 ლარსაც მიიღებს.
"მანდ კეთდება პირველი ქართული სტენდი. შესაბამისად, ამის გაშუქებას ვაპირებ, როგორც კულტურის კრიტიკოსი და ამ საკითხის ერთ-ერთი სპეციალისტი. 3 დღით მივდივარ და კინოცენტრი აფინანსებს. კინოცენტრთან ერთჯერადი თანამშრომლობის ფორმა გვაქვს გაფორმებული. გამოქვეყნდება ჩემს პირად Youtube-არხზე. ახალი წამოწყება მაქვს სრულიად ჩემი და დამოუკიდებელი. სამოგზაურო ბლოგი, რომლის სამუშაო სახელია "აღმოაჩინე ქალაქი", მაგის ფარგლებში იქნება ეს და განთავსდება ამ არხზე", — ამბობს სულთანიშვილი პუბლიკასთან ინტერვიუში.
ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე კინოცენტრის დელეგაციის სხვა წევრებს შორის არიან კინოცენტრის მოქმედი თანამშრომლები: დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია, კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამთა ახალაია, ფილმწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტი სალომე გოფოძე და საქართველოს წარმომადგენელი ევრიმაჟში გიორგი აგლაძე.
გარდა მოქმედი თანამშრომლებისა, კინოცენტრის წარმომადგენლებად მითითებულნი არიან: ტელეკომპანია იმედის სახე ნინი ბადურაშვილი, ამავე არხის ოპერატორი შოთა თუთაშვილი და ჟურნალისტი ქეთევან ჭეიშვილი.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2024 წლის 15-21 თებერვალს ჩატარდება.
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები