"კინოცენტრის დელეგაციაში აბსოლუტურად ყველა თავისი საქმის პროფესიონალია" — ბაჩო ოდიშარია

მოკლედ: კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი და სამთავრობო პროპაგანდისტული POS TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ადასტურებს, რომ ბერლინის 74-ე საერთაშორისო ფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM) საქართველოდა 32 პირი მიემგზავრება და მათ შორის არის გური სულთანიშვილიც. სულთანიშვილი, ოდიშარის მსგავსად, პროპაგანდისტული POS TV-ის წამყვანია.
დეტალები: ბაჩო ოდიშარია ფეისბუქსტატუსში ამტკიცებს, რომ კინოცენტრის დელეგაციის ყველა წევრი თავისი საქმის პროფესიონალია.
- პოს ტივისა და იმედის ჟურნალისტები კი სიაში მოხვდნენ იმისთვის, რომ "ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ".
- ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია", — წერს ოდიშარია.
კონტექსტი: გუშინ, 30 იანვარს, პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.
- დელეგაციაში POS TV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე იქნებიან.
- კინოცენტრი გური სულთანიშვილს ბერლინალეზე გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს, ხოლო POS TV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს — როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.
ბოლო ხაზი: ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2024 წლის 15-21 თებერვალს ჩატარდება.
ოდიშარიას კონტექსტი: ბაჩო ოდიშარია ღიად ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალისა და ამავდროულად, ხელისუფლებას დაქვემდებარებული სატელევიზიო არხის, POS TV-ის წამყვანია.
- გადაცემა, რომელსაც ის გური სულხანიშვილთან და სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად უძღვება, ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ანტიდასავლურ რიტორიკას იმეორებს;
- ამავდროულად, მათი გადაცემა მიმართულია ევროსკეპტიციზმის გაძლიერებისკენ
- და ხშირად განიხილავს რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პერსპექტივებს.
- პროპაგანდისტული არხის წამყვანი ბაჩო ოდიშარია საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დააწინაურეს 2023 წლის ნოემბერში.
- იმ დროისათვის კინემატოგრაფისტები უკვე აპროტესტებენ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციას — აცხადებდნენ, რომ ეს არის თეა წულუკიანის მცდელობა, კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს ქართული კინო და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
-
კინემატოგრაფისტებისთვის პრობლემურია ისიც, რომ კინოცენტრის დირექტორი არჩეულია არა კონკურსის საფუძველზე, არამედ — მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები