ოფიციალურად: ოცნებამ თავმჯდომარე გამოცვალა და პრემიერობის კანდიდატი წარადგინა
რა ხდება: ქართული ოცნების პარტიულმა ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა ირაკლი ღარიბაშვილი ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე.
დეტალები: ყრილობის საჯარო ნაწილი პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა. ის განსაკუთრებით მიესალმე ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის დამფუძნებელსა და ახლა უკვე საპატიო თავმჯდომარეს.
რა თქვა კობახიძემ: "უკვე დასრულდა ყრილობის სამუშაო ნაწილი, სადაც დელეგატებმა მოისმინეს პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის ანგარიშები.
- პარტიის წესდების თანახმად, ყრილობაზე ხელახლა დამტკიცდა პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო საბჭოს შემადგენლობა.
- ახლა კი, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თანამდებობაზე წარდგენილია ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა."
ამის შემდეგ, პარტიამ ერთხმად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრობიდან მოულოდნელად გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის ახალი თავმჯდომარის თანამდებობაზე.
- ღარიბაშვილმა ყრილობაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და შემდეგ, ყრილობამ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ირაკლი კობახიძეს დაუჭირა მხარი.
პროცედურულად: მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის თაობაზე განაცხადა, კანონის მიხედვით, უფლებამოსილება შეჩერდა მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობას და ახლა ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან.
- სამთავრობო იმედის მიხედვით, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამას საქართველოს პარლამენტს ხვალ, 2 თებერვალს წარუდგენს.
- კობახიძე ასევე წარადგენს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას.
- იმედი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, შეიცვალოს რამდენიმე მინისტრი.
საქართველოს პარლამენტს ხვალიდან, 2 თებერვლიდან ექნება მომდევნო 2 კვირა - იმისთვის, რომ ნდობა გამოუცხადოს პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატსა და მინისტრთა კაბინეტს.
კონტექსტი: მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოულოდნელად დატოვა პრემიერ-მინისტრობის პოსტი 29 იანვარს, დღის ხუთ საათზე.
- მის განცხადებას წინ უძღოდა სახელისუფლებო ტელეარხის, იმედის მიერ, იმავე დღის დილით გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს პრემიერად კობახიძე შეცვლის, კობახიძეს კი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს პარტიის თავმჯდომარედ.
- ღარიბაშვილი მეორე ვადით პრემიერ-მინისტრად 2021 წელს დანიშნა ოცნების პოლიტსაბჭომ მას შემდეგ, რაც პრემიერობიდან გიორგი გახარია გადადგა.
- მანამდე, ღარიბაშვილი ამ პოზიციას 2013-დან 2015 წლის დეკემბრამდე იკავებდა.
ბოლო ხაზი: შიდა პარტიული და სამთავრობო ცვლილებები მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ მოსვლას: 2023 წლის 30 დეკემბერს ის პარტიის ყრილობას დაესწრო და ოცნებამ პარტიის საპატიო თავმჯდომარედ გამოაცხადა.
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
კომენტარები