ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში ითამაშებს — ამერიკული მედია
ამერიკული ვებგამოცემა Deadline-ის ექსკლუზიური ცნობით, კვენტინ ტარანტინოს ახალ და უკანასკნელ სარეჟისორო ნამუშევარში ბრედ პიტი ითამაშებს. ჰოლივუდის ორი ვარსკვლავისთვის ეს უკვე მეოთხე ტანდემია — ტარანტინოს ფილმში (ერთხელ ჰოლივუდში) პიტმა ბოლოს 2019 წელს ითამაშა. ამ როლმა მსახიობს ოსკარიც მოუტანა.
როგორც ცნობილია, მოქმედება ტარანტინოს ახალ ფილმშიც ლოს-ანჯელესში განვითარდება — ამჯერად, უკვე 1970-იანებში. ნამუშევარს The Movie Critic ("კინოკრიტიკოსი") ერქმევა და მისი მთავარი გმირი გამოგონილი გამოცემის მიმომხილველი იქნება. ტარანტინოს თქმით, პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს, რომელიც პორნოგრაფიული ჟურნალისთვის წერდა მიმოხილვებს, მაგრამ ცნობილი არასდროს გამხდარა.
"სათადარიგო მიმომხილველი იყო და პოპულარულ ფილმებზეც წერდა ხოლმე", — განუცხადა რეჟისორმა Deadline-ს კანის შარშანდელ კინოფესტივალზე, — "ვფიქრობ, ძალიან კარგი მიმომხილველი იყო, საშინლად ცინიკურიც. [...] ისე წერდა, გეგონებოდა, 55 წლის არისო, მაგრამ ჯერ მხოლოდ 30 წელს იყო გადაცილებული. 40 წელს მიუღწეველი გარდაიცვალა. თავიდან ამის მიზეზი გაუგებარი ჩანდა, მაგრამ ახლახან პატარა მოკვლევა ჩავატარე და, როგორც მივხვდი, ალკოჰოლიზმის შედეგი გახლდათ".
///
ჯერჯერობით უცნობია, ვის განასახიერებს ფილმში პიტი, რომელსაც ტარანტინომ ადრე "დიდი ეკრანის ერთ-ერთი უკანასკნელი კინოვარსკვლავი" უწოდა.
ტარანტინომ სარეჟისორო კარიერის დასრულება ჯერ კიდევ 2009 წელს დააანონსა და თქვა, რომ 60 წლის ასაკის შემდეგ რომანების წერაზე გადაერთვებოდა. ახლა უკვე 60 წლის რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მე-10 ნამუშევარი, რომელიც სწორედ სწორედ კინოკრიტიკოსია, უკანასკნელი იქნება.
"რეჟისორების ასაკში შესვლასთან ერთად, მათი ნამუშევრები სულაც არ ხდება უკეთესი", — აღნიშნა ტარანტინომ 2012 წელს, — "როგორც წესი, მათი ბოლო ოთხი ნამუშევარი ყველაზე საშინელია ხოლმე. ჩემი ფილმოგრაფია ყველაზე დიდი მონაპოვარია, ერთი ცუდი ფილმი კი სამ კარგსაც აფუჭებს. არ მინდა, ჩემს ფილმოგრაფიაში იყოს ეგ ცუდი, კონტექსტიდან ამოვარდნილი კომედია, რომელიც ხალხს აფიქრებინებს, ეს კაცი 20 წლის წინანდელ რეალობაში ჩარჩაო. სულ არაა ლამაზი, როცა რეჟისორები დროს ჩამორჩებიან ხოლმე".
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები