სომხეთმა ჩეჩენ გეი მამაკაცს თავშესაფარი მისცა
სომხურმა სასამართლომ თავშესაფარი მისცა ქვიარ ჩეჩენს. მისი ექსტრადიცია რუსეთში დაიბლოკა.
ორშაბათს, 29 იანვარს ერევნის ადმინისტრაციულმა სასამართლომ სომხეთში მცხოვრებ ჩეჩენს, 41 წლის სალმან მუკაევს თავშესაფარი მისცა.
სასამართლომ გააუქმა მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება, უარი ეთქვა მუკაევისთვის 2021 წელს თავშესაფრის თაობაზე იმ მოტივით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ.
მუკაევი რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში 2020 წელს დააკავა, ის "ეჭვმიტანილი იყო ჰომოსექსუალობაში". ქვიარების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ NC SOS Crisis Group, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობს, განაცხადა, რომ მუკაევი უსაფრთხოების ძალებმა აწამეს აღიარების მისაღებად, რომ მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა მეგობარ მამაკაცთან.
მუკაევი სომხეთში მალევე გაიქცა. 2 კვირის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, გადაცემის, გაყიდვის, შენახვის, ტრანსპორტირების, ან ტარების მუხლით.
ორშაბათს თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ განაცხადა, რომ მუკაევის სექსუალობა საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს რუსეთში.
სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო "ობიექტურ, განახლებულ და სანდო ინფორმაციაზე" და "არსებობს გონებრივი ვარაუდი, რომ ლგბტ ადამიანებს შეიძლება დაემუქროთ პატიმრობა და არასათანადო მოპყრობა, მათი სექსუალური სექსუალობის გამო".
მათ მოიშველიეს ცნობები რუსეთში ქვიარ ადამიანების დისკრიმინაციის შესახებ, ასევე, ხელისუფლების გადაწყვეტილება, "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა" ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინათ.
"რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთის ჩათვლით) ლგბტ თემის წარმომადგენლების მდგომარეობის შესახებ არსებული, ობიექტური და სანდო მონაცემებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ თავისუფლებას საფრთხე მხოლოდ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არ ემუქრებათ”, — ეწერა სასამართლოს ვერდიქტში.
მუკაევისთვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ერთ თვეში შევა, თუ მიგრაციის სამსახური მას არ გაასაჩივრებს.
„არ ვიცი, საპირისპირო გადაწყვეტილება რომ მიეღო სასამართლოს, რა მოხდებოდა; ძალიან ბედნიერი ვარ”, — განუცხადა მუკაევმა რადიო თავისუფლებას.
სისტემური წმენდა
NC SOS Crisis Group-მა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში დაკავებული მუკაევი გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ დაეხმარებოდა სხვა ჩეჩენი ქვიარ მამაკაცების იდენტიფიცირებაში.
მუკაევმა უარი თქვა დავალების შესრულებაზე და სომხეთში გაიქცა, რის შემდეგაც მას ბრალი წაუყენეს და ფედერალურ ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
2021 წლის სექტემბერში "ნოვაია გაზეტა“ იტყობინებოდა, რომ მუკაევს აეკრძალა სომხეთიდან ევროპაში წასვლა, რადგან ის რუსეთში ძებნილი იყო.
სომხეთში აქტივისტები შიშობდნენ, რომ მუკაევის რუსეთში ექსტრადიცია მის სიკვდილს ნიშნავდა.
ქვიარ ადამიანებს ჩრდილოეთ კავკასიაში და, განსაკუთრებით, ჩეჩნეთში, დევნა ემუქრებათ, მათ სისტემატურად იტაცებენ, აწამებენ, აბუჩად აგდებენ, აშანტაჟებენ და კლავენ.
2017 წელს გავრცელდა ცნობები რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩეჩნეთში ორგანიზებული გეიების საწინააღმდეგო წმენდების შესახებ, რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და რამდენიმე სხვა დაიღუპა.
2017 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთში ხელისუფლება ატარებდა "გეების საწინააღმდეგო წმენდას", რის შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რამდენიმე კი დაიღუპა.
აქტივისტების აზრით, ხელისუფლებამ მოკლა, ასევე, ცნობილი ჩეჩენი მომღერალი ზელიმ ბაკაევი.
ჩეჩნებმა, რომლებიც ქვიარებად მიიჩნევიან, რუსეთის სხვა რეგიონებში უსაფრთხოება ვერ იპოვეს.
2021 წელს, ჩეჩნეთიდან გაქცეული ისმაილ ისაევი და სალეხ მაგომადოვი, ადგილობრივმა პოლიციამ გაიტაცა ცენტრალური რუსეთში მდებარე უსაფრთხო სახლიდან და დააბრუნეს ჩეჩნეთში, სადაც მათ ბრალი წაუყენეს არალეგალური შეიარაღებული ჯგუფისთვის საკვების გადაცემაში.
2022 წელს ისმაილს რვა წლით, სალეხს კი — ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
კომენტარები