ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 სახლი — იმერეთის გუბერნატორი მსხვერპლისა და დაკარგულების შესახებ

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოკლედ: "ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს", — უთხრა მედიას ზვიად შალამბერიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა.
დეტალები: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მაშველებმა სამი ცხედარი იპოვეს.
- შსს-მ On.ge-ს უთხრა, რომ ყველა მათგანი სრულწლოვანია.
- უწყების თანახმად, გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი ერთი მოქალაქე.
- სამძებრო სამუშაოები გრძელდება კიდევ 6 პირის მიმართ, რომელთა შორის, On.ge-ს ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანია.
- სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი.
"მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები", — იუწყება შსს.
ბოლო ხაზი: გუშინ, 6 თებერვალს აჭარაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ დააზიანა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა 6 ოჯახი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები