TI: ამ კომპანიებს მიღმა ივანიშვილთან და მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირები დგანან და წლებია, სავარაუდო კორუფციით, ჯამურად 2 მლრ ლარზე მეტი მიიღეს
რა მოხდა: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ (TI) გამოაქვეყნა "კორუფციის რუკა", სადაც ასახულია ბიძინა ივანიშვილთან და თანამდებობის პირებთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც ბოლო 10 წელიწადში, ჯამურად, 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები და თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.
- "დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც სხვადასხვა დროს ვიკვლევდით და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მივმართავდით რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა", — აღნიშნავს TI.
ორგანიზაციის სიაში არიან როგორც პარლამენტის დეპუტატები, ასევე, თანამდებობის სხვა მოქმედი და ყოფილი პირები. მათ შორის, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ანტიდასავლური ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი და სამთავრობო-პროპაგანდისტული ტელეარხის, POS TV-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელია. ასევე, ქართული ოცნების სხვა საპარლამენტო, თუ საკრებულოს დეპუტატები და მათი ნათესავები.
TI-ის სია ვრცელია და On.ge-ს ეს მასალა არ ასახავს სრულ ჩამონათვალს. ჩვენ რამდენიმე თანამდებობის პირის, ან მათთან დაკავშირებული კომპანიების შესყიდვების შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას, რეგიონების მიხედვით.
აჭარა
- ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღეს. ბოლქვაძე არის აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
- ირაკლი თოფურიძე — ბათუმის საკრებულოს ყოფილ წევრთან დაკავშირებული კომპანიები — აჭარგანათება და განათება, უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს აჭარის მუნიციპალიტეტებში. კომპანიებმა, ჯამში, 79 627 110 ლარი მიიღეს.
- ბადრი რომანიძე — ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი. მისმა კომპანიამ, ჯორჯიან სტოუნმა 2015-2023 წლებში 62 046 920 ლარის შესყიდვები მიიღო. აქედან 47 640 633 ლარი, ქობულეთსა და ფოთში უკონკურენტო ტენდერებიდან.
- ნუკრი დოლიძე — ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამა. ნუკრი დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 238 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ამ თანხის 74%-ზე მეტი — უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.
- ირაკლი პატარიძე — ბათუმის საკრებულოს წევრი. პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა 1 407 584 ლარის სარგებელი მიიღეს ბათუმის მუნიციპალური შესყიდვებიდან.
სამცხე-ჯავახეთი
- ზაზა მელიქიძე — ახალციხის ყოფილი მერი. მელიქიძის და მისი ნათესავების კომპანიებმა 2015 წლიდან დღემდე 1 976 194 ლარის შესყიდვები მიიღეს.
- კობა გელაშვილი — ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი. გელაშვილის კომპანიამ 2017-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 1 699 980 ლარი მიიღო.
- კონსტანტინ ვარდანიანი — ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ვარდანიანის კომპანიამ 2014 წლიდან დღემდე 2 177 645 ლარის შესყიდვები მიიღო.
- დემეტრე თათეშვილი — აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პროექტებში ჩართული და ქართული ოცნების შემწირველი. თათეშვილის კომპანიამ 2018-2023 წლებში 363 385 030 ლარის შესყიდვები მიიღო.
- რევაზ მუმლაძე — ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსი, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. მუმლაძის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 237 534 ლარი მიიღო.
შიდა ქართლი
იოსებ მაკრახიძე — გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი. მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან დღემდე მიიღეს 190 700 677 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები.
კახეთი
გიორგი ზედელაშვილი — კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე. ზედელაშვილის დედის კომპანიამ 254 მილიონ ლარამდე შესყიდვები მიიღო 2013-2023 წლებში. მხოლოდ 2021-2023 წლებში, ამ კომპანიამ მოიგო 152 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები, რომლის 32% უკონკურენტო გარემოში მოიპოვა.
იმერეთი
- მურმან ტოგონიძე — ბიძინა ივანიშვილის დის მულის ქმარი. ტოგონიძემ 2014 წლიდან დღემდე 33 688 809 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.
- ჯეირან ომანაძე — წყალტუბოს საკრებულოს წევრი. ომანაძის კომპანიებმა შპს ჯ და ჯ -მ და შპს როსტვერკმა 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63,039,857 ლარი მიიღეს.
სამეგრელო - ზემო სვანეთი
- ვიქტორ ჯაფარიძე — ქართული ოცნებიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 2022 წლის 4 ოქტომბერს ქართული ოცნება ფორმალურად დატოვა და ღიად ანტიდასავლურ მოძრაობა ხალხის ძალას შეუერთდა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაშია. ჯაფარიძე ტელეკომპანია POS TV-ის 52% წილის მფლობელია.
- ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა 2018 წლიდან 7 775 565 ლარის შესყიდვები მიიღეს.
- ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანიამ ტენდერებიდან 6 549 941 ლარი, ხოლო საიდუმლო შესყიდვებიდან, სავარაუდოდ, 13 077 076 ლარი.
- დავით ჩართოლანი — ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილე. ჩართოლანის კომპანიამ, შპს ქორულდმა მესტიის მუნიციპალიტეტისაგან 2020-2023 წლებში 5 086 948 ლარის შესყიდვები მიიღო.
- დათო ადამია — სენაკის საკრებულოს წევრი. ადამიას კომპანიამ 2011-2021 წლებში 6 779 143 ლარი მიიღო. 2021 წლის ივნისის შემდეგ კომპანიამ სახელი შეიცვალა, ეწოდა შპს მენათი და 2 458 106 ლარის შესყიდვები მიიღო. ამ თანხამ უკვე 9 237 249 ლარი შეადგინა.
ბოლო ხაზი: TI-ის კორუფციის რუკა სრულად იხილეთ აქ.
-
გადახედვაბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება ბრიტანეთის საელჩო: მიიღეთ ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება
-
გადახედვაწუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს წუხელ, ჭავჭავაძის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით, 11 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაგახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს გახარიას პარტიის დეპუტატებმა, მუქარის ფაქტის გამოძიებისთვის, პროკურორს მიმართეს
-
გადახედვაჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ ჰიპ-ჰოპ არტისტები რუსული კანონის საპროტესტო აქციების მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
-
გადახედვახაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ ხაზარაძე აცხადებს, რომ შეიქმნება ფონდი იმ ადამიანის დასახმარებლად, ვისაც ღია პოზიციის დაფიქსირების გამო, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებენ
-
-
გადახედვასერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს სერიალ Baby Reindeer-ის რეალური სტალკერი ნეტფლიქსისთვის ჩივილს აპირებს
-
გადახედვაუჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი უჩა აბაშიძე პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება ბეჭდების მბრძანებლის ახალი ფილმების მთავარი გმირი გოლუმი იქნება
-
გადახედვა"გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი "გოჩა ჯავახიშვილმა, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა" — დარჩიაშვილი
-
გადახედვადემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6% ირაკლი კობახიძე: მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში, ოცნების მხარდაჭერა 73,8% იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში — მხოლოდ 45,6%
-
გადახედვაუჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, ძირითადად, სათამაშოა, ტყვიები კი პლასტმასის — ლია თოდუა
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვაათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის ქუჩაზე, ევროპის დღის აღსანიშნავი კონცერტი, ჭავჭავაძის გამზირზე განვითარებული პროცესების გამო შეწყდა — პრეზიდენტის ადმინისტრაცია
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაუჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვანოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით ნოდარ მელაძე — ტელეკომპანია პირველთან არის ჩასაფრება, გარე ტერიტორიაზე დგას 2 ჯიპი, ნიღბიანი ადამიანებით
-
გადახედვაიმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
კომენტარები