ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანს სრულმასშტაბიანი ომი სურს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა, შესაძლოა, შეაჩეროს სამშვიდობო მოლაპარაკებები, "სრულმასშტაბიანი ომის“ დასაწყებად. ამ განცხადებას აზერბაიჯანმა უსაფუძვლო უწოდა.
ხუთშაბათს, მთავრობის სხდომის გახსნისას, ფაშინიანმა ისაუბრა კვირის დასაწყისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მომხდარ ესკალაციაზე და და ფაქტს "აზერბაიჯანის არაკონსტრუქციული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება" უწოდა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა, შესაძლოა, თავიდან აიცილოს ზომები საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, რათა დაიწყოს სამხედრო ოპერაციები "სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში გადაქცევის პერსპექტივით“.
"ეს განზრახვა შესამჩნევია ოფიციალური ბაქოს ყველა განცხადებასა და მოქმედებაში“, — განაცხადა ფაშინიანმა.
კვირის დასაწყისში, აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის პოზიციას საზღვართან, შედეგად 4 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ფაქტის წინაპირობა სომეხი მესაზღვრეების მიერ აზერბაიჯანელი ჯარისკაცის დაჭრა იყო. იმის მიუხედავად, რომ ერევანმა პირობა დადო მომხდარის გამოძიების შესახებ, აზერბაიჯანი თავს მაინც დაესხა.
პარასკევს, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მათ ქვედანაყოფებს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო.
სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა, რომ მას აქვს შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანს არ აქვს ინტერესი საზღვარზე სტაბილურობის შენარჩუნების და ახორციელებს პოლიტიკას — "მომეცი ის, რაც მინდა მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ომით მივიღებ“.
მისი თქმით, სომხეთის წინადადებები, მათ შორის, საზღვრის ცალკეული მონაკვეთის დემარკაციის შესახებ, ბაქომ უარყო.
ფაშინიანმა პარასკევს, ასევე, თქვა, რომ მათი პოლიტიკა იყო "ყველაფერი გაეკეთებინათ მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად“, აქტიურ მოლაპარაკებებში ჩართვით.
სომხეთის კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობის შესახებ აზერბაიჯანის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განაცხადებზე ფაშინიანმა თქვა, რომ ეს არის "სომხეთის სუვერენიტეტის დარღვევა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“.
ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა თქვა:"თუ ჩვენ მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს არ შეწყვეტენ, თუ სომხეთი თავის კანონმდებლობას არ მოაწესრიგებს, რა თქმა უნდა, არ იქნება სამშვიდობო ხელშეკრულება“.
"ინტერპრეტაციის მცდელობებს, რომ არსებობს რაიმე დებულება სომხეთის კანონმდებლობაში, რომელიც ხელს უშლის სამშვიდობო მოლაპარაკებას, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან", — თქვა ფაშინიანმა.
მან აღნიშნა, რომ სომხეთი აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აქვს არანაირი ზრახვები ტერიტორიის გარეთ, რაც, მისი თქმით, მათი გრძელვადიანი სტრატეგიაა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყო ფაშინიანის "უსაფუძვლო ბრალდებები", რომლებიც, მათი შეფასებით, რეგიონში დაძაბულობის განზრახ გაღვივების მცდელობაა.
კვირის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ ალიანსი ხედავს "კონფლიქტის მაღალ პოტენციალს“ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და რომ სიტუაციის ნორმალიზებისთვის საჭიროა სამშვიდობო ხელშეკრულება. სერდიუკოვმა, ასევე, დაადანაშაულა "გარკვეული სახელმწიფოები“ სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გაძლიერების მცდელობაში, რაც აშკარად მიუთითებს სომხეთის მზარდ კავშირებზე დასავლეთის ქვეყნებთან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები