ბოლო 7 თვის განმავლობაში პირველად, ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდნენ — რა შედეგებია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ, ეს არის მათი პირველი პირდაპირ მოლაპარაკებები, შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
შაბათის შეხვედრას შუამავლობდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც მანამდე ინდივიდუალურად შეხვდა როგორც ფაშინიანს, ასევე — ალიევს. სამივე შეხვედრა ეხებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შოლცმა თქვა, რომ გერმანია და ევროპა მზად არიან, მხარი დაუჭირონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, "მათი შესაძლებლობის ფარგლებში".
"კარგია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა ღია საკითხების გადაჭრაზე, ხელახალი დაპირისპირების გარეშე", — აღნიშნა მან.
გერმანიის კანცლერმა ასევე შეაქო სომხეთი იმისთვის, რომ მომავალ წელს COP29 კლიმატის სამიტის მასპინძლობა აზერბაიჯანს დაუთმო, რაც, მისი თქმით, ქმნის "ხელსაყრელ შესაძლებლობებსა და პირობებს, სამშვიდობო დღის წესრიგის პროგრესისთვის".
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ალიევი და ფაშინიანი პირისპირაც შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერევანს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია, APA იტყობინება, რომ შეხვედრა შედგა შოლცთან სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულებისთანავე და მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა.
შეხვედრა შედგა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, რის შედეგადაც, ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა საზღვარზე აზერბაიჯანელების "შურისძიების“ დროს.
ასევე, გასულ კვირას, ფაშინიანმა გააფრთხილა, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა შეაჩეროს სამშვიდობო მოლაპარაკებები "სრულმასშტაბიანი ომის“ დასაწყებად, რასაც აზერბაიჯანმა "უსაფუძვლო" უწოდა.
თუმცა, ფაშინიანისა და ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ შოლცის შუამავლობით, სამმხრივი შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
მეორე დღეს, ფაშინიანი შეხვდა სომხური დიასპორის წევრებს მიუნხენში, სადაც მან თქვა, რომ სამმხრივი შეხვედრის მიზანი იყო იმისი უზრუნველყოფა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მიღწეული შეთანხმების ერთგულები დარჩნენ.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები "უახლოეს მომავალში" უნდა შეხვდნენ, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შესათანხმებლად. მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების შემდეგ, საზღვრის დემარკაციის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს გამართავს.
ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა შეხვედრა და თქვა, რომ ბლოკი "მტკიცედ უჭერს მხარს“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
ფაშინიანი და ალიევი ბოლოს პირისპირ შეხვდნენ ბრიუსელში, 2023 წლის ივლისში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ჩარლზ მიშელის შუამავლობით.
ორი ლიდერის შეხვედრა 2023 წლის ოქტომბერში გრანადაში იყო დაგეგმილი, მაგრამ ალიევმა შეხვედრა გააუქმა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მიზეზი საფრანგეთის მიერ სომხეთის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილება იყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები