მოსკოვში დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს აზერბაიჯანელი ფიტნეს ბლოგერი, რომელსაც სომხეთი ეძებს
მოსკოვში აზერბაიჯანელი ფიტნეს ბლოგერი დააკავეს, შემდეგ კი — გაათავისუფლეს. მასზე სომხეთს, მკვლელობის ბრალდებით, საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.
ქამილ ზეინალი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ოთხშაბათს დააკავეს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ რუსეთმა ჰუმანიზმი გამოიჩინა“ და ზეინალი გაათავისუფლეს.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ ზეინალის მიმართ გამოიცა "სახელმწიფოთაშორისი დაკავების ორდერი". აზერბაიჯანის ელჩმა რუსეთში, მოგვიანებით, განაცხადა, რომ ის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ძებნილთა სიაში იყო. ამ ორგანიზაციას რუსეთი ხელმძღვანელობს.
გათავისუფლებამდე ზეინალიმ ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა და აზერბაიჯანის მთავრობას მხარდაჭერა სთხოვა.
"მეუბნებიან, ან სომხეთს ჩაგაბარებთ, ან — ისინი მოვლენ და წაგიყვანენ“, — თქვა ზეინალიმ. "მათ მითხრეს, რომ ხვალ სასამართლოში მიმიყვანენ.“
მისი თქმით, რუსეთის პოლიციამ განუცხადა, რომ ის 2023 წლის მაისიდან იძებნებოდა, მაგრამ მას შემდეგ სამჯერ იმყოფებოდა რუსეთში და არ დაუკავებიათ.
სომეხი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბლოგერი მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა აზერბაიჯანის ელჩმა რუსეთში განაცხადა, რომ სომხეთმა მოითხოვა ზეინალის დაპატიმრება დსთ-ს ფარგლებში, ხუთი სისხლის სამართლის ბრალდებით.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ზეინალის, სხვა დანაშაულებთან ერთად, ბრალად ედება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ომის დანაშაულები და დაქირავებულთა რეკრუტირება.
ელჩმა თქვა, რომ საელჩო ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც შეაფასებს, რამდენად მართებულია სომხეთის მოთხოვნა.
სომხურმა მედიამ დაწერა, რომ ბლოგერმა, 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დროს, მთიანი ყარაბაღში ასაკოვანი სომეხი მამაკაცი მოკლა, რის შემდეგაც, მკვლელობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
ზეინალის ადვოკატმა ალაკბარ გარაევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკავების ორდერი ეხებოდა ზეინალის ვიზიტს მთიან ყარაბაღში, 2020 წლის 29 სექტემბერს.
გარაევის მტკიცებით, ბლოგერი შევიდა ადგილობრივების სახლებში, გადაიღო ვიდეომასალა და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ზეინალი არასოდეს შესულა სომხეთის ტერიტორიაზე და არც დანაშაული ჩაუდენია, შესაბამისად, სომხეთის მიერ აღძრული საქმე ბათილია.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია, საქმეზე შემდგომი ზომები იქნება მიღებული.
კითხვაზე, გაუგზავნიან თუ არა რუსეთს საპროტესტო ნოტას, გრიგორიანმა განაცხადა, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწრებს და ზომებს მიიღებენ მას შემდეგ, რაც რუსეთის ოფიციალური პასუხი გახდება ცნობილი.
სომხეთის პროკურატურამ იმავე დღეს განაცხადა, რომ ზეინალის დაკავებისა და გადაცემის შესახებ დოკუმენტები რუსეთის გენერალურ პროკურატურას გაუგზავნა.
Qafqazinfo-ს ინფორმაციით, ზეინალი აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა 2020 წელს არაერთხელ დააკავეს: ჯერ წვრილმანი ხულიგნობისთვის, მოგვიანებით, კარანტინის დარღვევისთვის, ხოლო ოქტომბერში აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის.
Infocom-მა კი აღნიშნა, რომ ზეინალი 2020 წელს დაადანაშაულეს სომეხი კაცის თავის მოკვეთაში ჰადრუტში, ასევე, მოსკოვში სომხების მიმართ ძალადობრივ ქმედებებში.
სომხეთის ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ზეინალი ბაქოში ხუთშაბათს დაბრუნდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
კომენტარები