რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთში ევროკავშირის მისიის მუშაობას ხელი შეუშალეს
სომხეთში ევროკავშირის მისიის (EUMA) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა საშუალება არ მისცეს ევროპელ დამკვირვებლებს, ნერქინ-ჰანდში შესულიყვნენ, სომხეთის სამხრეთით მდებარე სიუნიკის პროვინციაში.
მარკუს რიტერის განცხადება დაემთხვა სომხეთში მისიის განთავსებიდან 1 წლისთავს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო შეტაკებები სწორედ ნერქინ-ჰანდთან, 13 თებერვალს მოხდა, შედეგად 4 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
რიტერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის მისიის სოფელში შესვლასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნა მოულოდნელი არ იყო. მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი ადგილი საზღვრის გასწვრივ, რომელიც რუს ჯარებს აქვთ გადაკეტილი.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა მანამდე განაცხადა, რომ EUMA-ს არ ჰქონდა წვდომა ამ ტერიტორიაზე. მან თავი აარიდა მიზეზზე დასმულ კითხვებს. გრიგორიანმა თქვა, რომ სომხეთი შეეცდება გადაჭრას პრობლემები, რეგიონში ევროკავშირის მისიის წვდომასთან დაკავშირებით.
გრიოგრიანმა, ასევე, დაადასტურა, რომ რუსული ძალები იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე და "ვერ შეძლეს აღეკვეთათ" თებერვლის ესკალაცია.
რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ რამდენიმე საგზაო, საჰაერო და სარკინიგზო საგუშაგოს, სომხეთის საზღვარზე თურქეთთან და ირანთან.
გრიგორიანმა აღნიშნა ევროკავშირის მისიის წვლილი რეგიონის სტაბილურობაში, ასევე, "მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის“ უზრუნველყოფაში, ხოლო "სხვადასხვა ქვეყნის“ კრიტიკა "გაუმართლებლად“ და "მიუღებლად“ შეაფასა.
მისია რეგიონში 2023 წლის თებერვალში, სომხეთის თხოვნით, 2-წლიანი მანდატით ჩავიდა, რათა "წვლილი შეიტანოს სასაზღვრო რაიონებში მდგომარეობის სტაბილურობაში“. მისიის ყოფნას პირველივე დღიდან აკრიტიკებენ რუსეთი და აზერბაიჯანი.
მიუხედავად იმისა, რომ ბაქო დათანხმდა მისიასთან თანამშრომლობას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკავშირის მისიას "კონტრპროდუქტიული" უწოდა, ამტკიცებდა, რომ ამან, შესაძლოა, შექმნას დამატებითი დაძაბულობა. ლავროვმა, ასევე, თქვა, რომ სომხეთი უპირატესობას ანიჭებს ევროკავშირის მისიას, ვიდრე რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) მშვიდობისმყოფელებს.
სომხეთმა რუსეთი და CSTO გააკრიტიკა იმის გამო, რომ ვერ შეასრულეს უსაფრთხოების გარანტიები, როდესაც 2022 წელს, აზერბაიჯანის ძალები მის ტერიტორიაზე შევიდნენ.
2023 წელს სომხეთმა უარი თქვა CSTO-ს წვრთნებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობასა და მასპინძლობაზე. განაცხადა, რომ ის უსაფრთხოების ალიანსების "დივერსიფიკაციას ახდენს“.
EUMA მოქმედებს მხოლოდ საზღვრის სომხურ ნაწილში, მისი შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ახორციელებენ პატრულირებას აზერბაიჯანის მთელი საზღვრის გასწვრივ და აგზავნიან ანგარიშებს ევროკავშირში.
თავდაპირველად, მისიამ მიავლინა 138 დამკვირვებელი, თუმცა 2023 წლის ბოლოს თქვეს, რომ ეს რაოდენობა 209-მდე გაიზრდებოდა.
2023 წლის აგვისტოში სომხეთმა განაცხადა, რომ მისიას აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიუხედავად იმისა, რომ EUMA-მ თავდაპირველად უარყო სომხეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მოგვიანებით დაადასტურეს, რომ მოხდა "ინციდენტი მათ სამუშაო ზონაში". გავრცელდა ინციდენტის ამსახველი ვიდეოც.
კადრებში ჩანდნენ დამკვირვებლები, რომლებიც იმალებოდნენ ბუნკერში და მიუთითებდნენ აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციისკენ, საიდანაც მათ მანქანას უმიზნებდნენ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები