სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობას ყინავს — ფაშინიანი
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) "გაყინულია" იმის გამო, რომ მან სომხეთი ვერ დაიცვა. ორგანიზაციას რუსეთი ხელმძღვანელობს.
France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა გააკრიტიკა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 2021 და 2022 წლებში სომხეთის მიმართ უსაფრთხოების ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და თქვა, რომ CSTO-ს უარს დახმარებაზე, აზერბაიჯანის თავდასხმების ფონზე, შედეგები მოჰყვება.
"შედეგი არის ის, რომ პრაქტიკულად, ჩვენ გავყინეთ ჩვენი მონაწილეობა ორგანიზაციაში“, — თქვა ფაშინიანმა.
CSTO-ს წესდების მე-4 მუხლი ადგენს, რომ უსაფრთხოების ბლოკის წევრები ვალდებულები არიან, ერთმანეთი დაიცვან გარე საფრთხეებისა და თავდასხმებისგან.
ჟურნალისტმა, ასევე, ჰკითხა ფაშინიანს, აპირებდა თუ არა სომხეთი ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზის დახურვას, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში ცალკე "სამართლებრივ-სახელშეკრულებო ჩარჩოს“ ეფუძნება.
ფაშინიანმა ინტერვიუში რუსეთი 2023 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში სომხეთის მოსახლეობის ხელისუფლების დამხობისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა.
"რუსეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა პირდაპირ მოუწოდეს სომხეთის მოქალაქეებს, გამოსულიყვნენ ქუჩებში და დაემხოთ სომხეთის არჩეული, ლეგიტიმური მთავრობა",— თქვა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ რუსული მედია აწარმოებდა "სისტემურ, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ“ პროპაგანდას ხელისუფლების, არჩეული თანამდებობის პირების და პირადად მის წინააღმდეგ, ექვსი წლის განმავლობაში.
ფაშინიანმა, ასევე, ისაუბრა რუსეთის მოქალაქის, დმიტრი სეტრაკოვის შესახებ, რომელიც სომხეთში სამხედრო გაწვევას გაექცა, თუმცა ის სომხეთიდან, სავარაუდოდ, რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს. დონის როსტოვში გადაყვანამდე, სეტრაკოვი გიუმრიში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ჰყავდათ დაკავებული.
ამ თემაზე: რუსეთმა სომხეთიდან "გატაცებული" დეზერტირი, სავარაუდოდ, როსტოვში გადაიყვანა
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება იძიებს სეტრაკოვის გატაცებას.
"თუ ყველაფერი ისე აღმოჩნდება, როგორც თქვენ ამბობთ, ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეულ შედეგებს, რადგან ჩვენ ვერ შევეგუებით უკანონო ქმედებებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე", — თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ კონკრეტული შედეგები დამოკიდებული იქნება სომხეთის მიერ ინციდენტის სამართლებრივ შეფასებაზე.
ინტერვიუს დღესვე, სომხურმა დამოუკიდებელ მედიასაშუალება Factor-მა "მაღალი რანგის" წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში განლაგებულ რუს მესაზღვრეებს "უახლოეს მომავალში" გაიყვანენ.
ფაქტორის წყარომ უარი თქვა დაკონკრეტებაზე, თუ რატომ მოიხსნებოდნენ რუსი მესაზღვრეები, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს იყო "პოლიტიკური გადაწყვეტილება“. მანამდე, ერთი დღით ადრე, სომეხმა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ხელი შეუშალეს ევროკავშირის მისიას სომხეთში. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ფაქტორს განუცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.
ასევე, ნახეთ: რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთში ევროკავშირის მისიის მუშაობას ხელი შეუშალეს
პარასკევს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო ფაშინიანის კრიტიკა CSTO-ს მიმართ.
"ჩვენ, ორმხრივი არხებით, ველით ამომწურავ ახსნა-განმარტებებს იმის შესახებ, თუ რა დგას, რეალურად, ფაშინიანის განცხადებების უკან, სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში და თავად ორგანიზაციაში წევრობის გაყინვის შესახებ“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
CSTO-მ იმავე დღეს განუცხადა "რია ნოვოსტის", რომ მათ არ მიუღიათ არანაირი მოთხოვნა ერევნისგან, უსაფრთხოების ბლოკში მისი წევრობის შეწყვეტის შესახებ და ვარაუდობენ, რომ ფაშინიანი გულისხმობდა სომხეთის არყოფნას CSTO-ს წვრთნებსა და შეხვედრებზე.
საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობა და ომის საფრთხე
ინტერვიუს დროს ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანი, შესაძლოა, ახალი ომისთვის ემზადებოდეს.
"სამშვიდობო შეთანხმებაში ჩვენ გვაქვს პრობლემა გამოვხატოთ სამი პრინციპი, რომელიც გამოცხადდა და გამოქვეყნდა საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში“, — განუცხადა ფაშინიანმა France 24-ს.
"ამ პრობლემებისა და ოფიციალური ბაქოდან მოსული განცხადებების გაანალიზების შედეგად, მივდივართ დასკვნამდე, რომ დიახ, სომხეთზე თავდასხმა სავარაუდოა."
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ფაშინიანის განცხადება და თქვა, რომ ეს არის ბრალდებები, რომლებიც "მიზნად ისახავს ფაქტის აშკარა დამახინჯებას და საერთაშორისო საზოგადოების დაბნევას."
სამინისტრომ, ასევე, დაადანაშაულა საფრანგეთი სამშვიდობო პროცესზე "უარყოფითი“ გავლენის გამო.
საფრანგეთი სულ უფრო მეტად უჭერს მხარს სომხეთს, 2020 წლის ომის შემდეგ, განსაკუთრებით კი — 2022 წლის სექტემბრის ომის შემდეგ.
პარასკევს, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი სებასტიან ლეკორნუ სომხეთს რამდენიმე ხელშეკრულების გასაფორმებლად ესტუმრა.
Le Figaro იტყობინება, რომ პარიზი სომხეთს მიაწვდის სამ GM 200 რადარს და ღამის ხედვის მოწყობილობას; ასევე, საფრანგეთი უზრუნველყოფს სომხეთს მთის საბრძოლო მომზადების კურსებით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები