მოკლედ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

  • ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დეტალები: "საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა", — წერია განცხადებაში.

  • პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს პრემიერი უახლოეს დღეებში წარადგენს.

ბოლო ხაზი: ზურაბ აზარაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა.