მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზია 2024-ზე წარდგება (ვიდეო)
სულ ცოტა ხნის წინ შედგა პრემიერა სიმღერისა, რომლითაც საქართველო 2024 წლის ევროვიზიაზე წარდგება. ნუცა ბუზალაძისთვის საკონკურსო კომპოზიცია, სახელწოდებით Firefighter ("ცეცხლთან მებრძოლი"), ჩრდილოეთმაკედონიელმა დარკო დიმიტროვმა და ალბანელმა ადა სატკამ დაწერეს.
"ასეთ სიმღერაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი", — ამბობს ბუზალაძე, — "მსურდა, ასე გავეცნე მსმენელს: როგორც არტისტი, რომელიც საკუთარ სიმღერაში თავს კომფორტულად გრძნობს და შეუძლია, თავისი ხასიათი აჩვენოს".
სიმღერასთან ერთად, გამოვიდა მასზე გადაღებული ვიდეოკლიპიც, რომლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი — შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი კი ლუიჯი ალოკა გახლავთ. ამასთან, ვიდეოში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეებიც მონაწილეობენ.
წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი გზით, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა იანვარში. იმავე თვეში გამოცხადდა კონკურსი სიმღერის შესარჩევად. როგორც ცნობილია, კომპოზიცია Firefighter 300-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში 2017 წელსაც მონაწილეობდა. მომღერალმა მაშინ მე-2 ადგილი დაიკავა.
მანამდე, 2014 წელს, ბუზალაძე გახდა საერთაშორისო კონკურს ახალი ტალღის გამარჯვებული. გასულ წელს იგი ასევე მონაწილეობდა American Idol-ში.
გასულ ზაფხულს ნუცა ბუზალაძემ რუსეთში იმღერა, რის გამოც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. 24 ივნისს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ რამდენიმე ქართველი მომღერალი, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, მიშო სულუხია და სხვები მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ერთობოდნენ. მომღერლებმა ღონისძიებაზე სიმღერა სამშობლოც შეასრულეს.
ვიდეოებში ვნახეთ რუსეთში მოღვაწე მომღერალი სოსო პავლიაშვილი და მეგი გოგიტიძე, რომელიც უკრაინის ომის ფონზეც აგრძელებდა რუსეთში სიმღერას. წვეულებას ესწრებოდა პუტინისტური ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს დამფუძნებელი, კონსტანტინე მორგოშიაც. დაბადების დღიდან ვიდეოები სოციალურ ქსელში ეკატერინა სტეფანოვამაც გაავრცელა. მოგვიანებით ბუზალაძემ რუსეთში სიმღერისთვის ბოდიში მოიხადა.
რიგით 68-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე უმასპინძლებს. წლევანდელი ევროფესტივალის ნახევარფინალური შოუები 7 და 9 მაისს, ფინალი კი 11 მაისს გაიმართება. კონკურსში 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
კომენტარები