დეტალები სტოლტენბერგის ვიზიტზე თბილისში, ბაქოსა და ერევანში — ზურაბიშვილსა და კობახიძეს 18 მარტს შეხვდება
რა ხდება: ნატოს გენერალური მდივანი 18 მარტს თბილისს ეწვევა.
- სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
- ამის შესახებ წერია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
- სტოლტენბერგი არა მხოლოდ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ჩავა.
- სამ ქვეყანაში მისი შეხვედრები 17-დან 19 მარტამდე გაიმართება.
დეტალები: იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა აზერბაიჯანის შემდეგ.
- მისი შეხვედრები ბაქოში 17 მარტს დაიწყება.
- აზერბაიჯანში ჩასვლისთანავე შეხვდება პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს;
- მეორე დღეს კი — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.
- მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგი თბილისში გამოემგზავრება.
თბილისში, მისი 18 მარტის ვიზიტთან დაკავშირებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ნატოს გენერალურ მდივანს ექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად.
კონტექსტი — სტოლტენბერგის გზავნილი საქართველოში ვიზიტის წინ: 14 მარტს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს შეახსენა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და თქვა, რომ "ახლო მომავალში" ჩამოვა.
- "რეფორმები მნიშვნელოვანია", — თქვა მან ბრიფინგზე სამთავრობო იმედის ჟურნალისტის პასუხად და აღნიშნა, რომ ნატოს მთავარი ღირებულებები დემოკრატია და კანონის უზენაესობაა.
-
სტოლტენბერგი: "საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა.
-
საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ისევ ვეწვევი ახლო მომავალში, რათა კიდევ უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა.
-
საქართველოს მიმართ ჩემი გზავნილია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია.
-
ნატოს აქვს მთავარი ღირებულებები — დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს, როდესაც ის მიიწევს წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", — განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები