პიკესთვის ჩემი კარიერა გვერდით გადავდე — შაკირა ყოფილ ქმართან ურთიერთობაზე
შაკირა ახალ ინტერვიუში ყოფილ ქმართან ურთიერთობის პერიოდს იხსენებს. მომღერალი და ცნობილი ფეხბურთელი პიკე 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ 2022 წლის ზაფხულში დაშორდნენ ერთმანეთს. შაკირას თქმით, ყოფილი ქმრის გამო ბევრ დათმობაზე უწევდა წასვლა.
"დიდი ხნის განმავლობაში ჩემი კარიერა გვერდით მქონდა გადადებული, რათა ჟერარდთან ვყოფილიყავი და მას ფეხბურთი ეთამაშა. სიყვარულის გამო უამრავი რამ დავთმე", — აღნიშნავს მომღერალი.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 2010 წელს შეხვდნენ, როცა ფეხბურთელი მსოფლიო თასისთვის კოლუმბიელი ვარსკვლავის სიმღერაზე გადაღებულ კლიპში მონაწილეობდა. მათ ორი საერთო შვილი, 11 წლის მილანი და 9 წლის საშა, ჰყავთ.
შაკირას და პიკეს ურთიერთობის დასრულებას მსოფლიო მედიის გამძაფრებული ყურადღება ერთოდა თან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომღერალმა გამოუშვა სიმღერა, რომელშიც ყოფილ პარტნიორს დასცინის. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ წყვილის დაშორების მიზეზი პიკეს მხრიდან ღალატი გახდა.
სიმღერამ, რომელშიც კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თავის ყოფილ პარტნიორს, ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს, დასცინის, იუთუბზე რეკორდი მოხსნა — ვიდეომ პლატფორმაზე ატვირთვიდან 24 საათში 63 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამით ის იუთუბის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ახალი ლათინოამერიკული სიმღერა გახდა. Spotify-ზე კი გამოსვლიდან 24 საათში შაკირას ახალი სიმღერა 14,4 მილიონმა ადამიანმა მოისმინა.
"22 წლის ასაკის ორი ტიპის ფასი მაქვს, შენ კი ფერარი [რენო] ტვინგოზე გაცვალე, ხოლო როლექსი — Casio-ზე", — ვკითხულობთ შაკირას სიმღერის ტექსტში. ეს კი იმას უკავშირდება, რომ შაკირასთან დაშორების შემდეგ პიკემ ურთიერთობა 23 წლის კლარა ჩიასთან დაიწყო.
ამავე თემაზე:
- ახალმა სიმღერამ, რომელშიც შაკირა ჟერარდ პიკეს მასხრად იგდებს, იუთუბზე რეკორდი მოხსნა
- "აქ ვისწავლე, რომ მეგობრობა სიყვარულზე დიდხანს გრძელდება" — შაკირა ბარსელონას ტოვებს
- პიკეს დათხოვნილ ძიძას შაკირამ სიმღერა მიუძღვნა და კლიპშიც ის გადაიღო
- კლუბში პიკეს ჯერ შაკირას სახელის ძახილით შეხვდნენ, მერე კი "ვაკა ვაკა" უმღერეს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები