ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები
მოკლედ: მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.
- როგორც BBC-ის რუსულენოვანი ბიურო წერს, ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტომ ISIS Amaq გაავრცელა.
- ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, თავდამსხმელები საკუთარ ბაზებში, მომხდარის შემდეგ, უვნებლად დაბრუნდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის [23 მარტი, 15:00] ტერაქტის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვები.
- დაღუპულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
- დაშავდა 100-ზე მეტი.
უფრო კონკრეტულად, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ თავდამსხმელები
ისლამისტურ დაჯგუფებას არ უთქვამს, თუ მისმა რომელმა ფილიალმა განახორციელა თავდასხმა. ორგანიზაციის "საინფორმაციო სააგენტო", როგორც წესი, არ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას.
BBC-ის ექსპერტი ექსტრემისტული ჯგუფების საკითხებში, მინა ალ-ლამი ამბობს, რომ მარტში დაჯგუფებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, კავკასიის ვილაიეთიდან იყო, ერთგულებას აღუთქვამს ისლამურ სახელმწიფოს. მოგვიანებით, ეს მამაკაცი, სავარაუდოდ, იყო ერთ-ერთი, რომელიც ინგუშეთში უშიშროების ძალებთან სროლის დროს დაიღუპა.
ამ თემაზე: "კონტრტერორისტულ ოპერაციას" ინგუშეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით
აშშ-ის ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ გუშინ მოსკოვში მომხდარი თავდასხმის უკან, შესაძლოა, ISIS-ის ავღანური დაჯგუფება, ვილაიეთ ხორასანი იდგეს.
- აღსანიშნავია, რომ ეფ-ეს-ბეს დირექტორმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა თქვა, რომ ვილაიათ ხორასანი "ზრდის საკუთარ პოტენციალს, რაც, დროთა განმავლობაში, საშუალებას მისცემს მას გადავიდეს ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაზე ავღანეთის ფარგლებს გარეთ“.
- თუმცა რატომღაც, როდესაც შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა რუსეთი შესაძლო თავდასხმის შესახებ, ვლადიმირ პუტინმა ამ განცხადებას "პირდაპირი შანტაჟი" უწოდა, რომლის მიზანი იყო "საზოგადოების დაშინება და დესტაბილიზაცია".
სოციალურ ქსელში ვრცელდება თეთრი რენოს მარკის მანქანის ფოტო, რომელსაც, სავარაუდოდ, დაზვერვის სამსახურები ეძებენ.
სამთავრობო რია ნოვოსტი წერს, რომ დამნაშავეები, შესაძლოა, სწორედ ამ მანქანით მიმალულიყვნენ და ფოტოსაც აქვეყნებს.
კიდევ რამდენიმე რუსული მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ ძალოვნები მეორე მანქანასაც ეძებენ, რუხი ფერის Renault Fluence-ს.
ბოლო ხაზი: მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ კროკუს სითი ჰოლში, სადაც ჯგუფ პიკნიკის კონცერტი მიმდინარეობდა, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, შემდეგ კი ყუმბარები ისროლეს.
- შედეგად შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
კომენტარები