მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია — არასამთავროები
მოკლედ: 26 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2024 წლის 24 მარტს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენციის მიზანია კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან აცილება, რაც "პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან".
- "კლანი გეგმავს, წარადგინოს მიმართვის პროექტი და მოიპოვოს მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა მათი კეთილსინდისიერების შემოწმების თავიდან ასაცილებლად", — წერია განცხადებაში.
დეტალები: განცხადებაში ნათქვამია, რომ
- კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია "სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვა".
- განცხადების მიხედვით, გავლენიანი მოსამართლეები, რომლებსაც კეთილსინდისიერების შემოწმების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ, კონფერენციის მონაწილე სხვა მოსამართლეების "ზურგს უკან ამოფარებით", შეეცდებიან თავი დააღწიონ კეთილსინდისიერების ტესტის გავლას.
- ხელმომწერი ორგანიზაციები კონფერენციის მონაწილე თითოეულ მოსამართლეს მიმართავენ, რომ არ დაუშვან იარაღად გამოიყენონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.
- "სასწორზე, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მეორე მხრივ კი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პირადი ინტერესები დევს, ამიტომაც მოვუწოდებთ, არ დაუშვათ, რომ კლანმა მოსამართლეთა კორპუსი ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად გამოიყენოს", — წერენ ორგანიზაციები.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას, ხელისუფლების ლიდერებთან ერთად, "სასამართლო სისტემაში გაბატონებული გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფიც" ეწინააღმდეგება, "ჯგუფი, რომელთა კეთილსინდისიერება დიდი ხანია, ეჭვქვეშ დგას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ".
- ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, სწორედ ამ ჯგუფის გამო, 11 მარტს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც კეთილსინდისიერების შემოწმებას "ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურად" მოიხსენიებენ.
გაიგე მეტი: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
ხელმომწერი ორგანიზაციების მიხედვით, ევროკავშირმა 2024 წლის 22 მარტის განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზების გამოსასწორებლად" საქართველოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შესამოწმებელი საგანგებო სისტემის შექმნას ელის.
- "ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას სასწრაფოდ შეემუშავებინა მოთხოვნის შესრულების გეგმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხი დახურულად გამოაცხადეს", — წერია განცხადებაში.
ასევე, წაიკითხეთ: ხელისუფლება, მოსამართლეების კეთილსინდისიერების თემის დახურვით, ევროინტეგრაციის პროცესს რისკის ქვეშ აყენებს — არასამთავრობოები
განცხადებას ხელს აწერენ:
- ქალი და განვითარება
- ფემინისტური ინიციატივების ფონდი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
- სამოქალაქო იდეა
- ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
- დემოკრატიის მცველები
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
- ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ქალი და სამყარო
- ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
- ყვარლის ევროკლუბი
- შშმ ქალთა ალიანსი
- დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- ილიას სამართლის სახლი (ილიასი)
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- მედიაომბუდსმენი
- საზოგადოება და ბანკები
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- უფლებები საქართველო
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
- გურიის სამოქალაქო ცენტრი
- შავი ზღვის ეკო აკადემია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვამოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი მოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
-
გადახედვა84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით 84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
-
გადახედვა"კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებული განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას — განცხადება "კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებული განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას — განცხადება
-
გადახედვარატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება რატი მუჯირი, რომელიც პოლიციამ ჯებირებს მიღმა შეიყვანა, თავისუფალია და კვლავ აქციაზე იმყოფება
-
გადახედვა"დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება "დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება
კომენტარები