ერევანში, ტერორიზმის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს — მათ პოლიციის შენობაზე თავდასხმა სცადეს
პოლიციის განყოფილებაში შეჭრის მცდელობისთვის და შესასვლელთან ხელყუმბარის სროლისთვის ერევანში სამი კაცი დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა.
სამმა მამაკაცმა ერევანში, ნორ ნორკის პოლიციის სამმართველოში შეჭრა გუშინ, 24 მარტს სცადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი "პოლიციის განყოფილების ყუმბარებით აფეთქებას იმუქრებოდნენ“ და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მხოლოდ ინიციალებით იდენტიფიცირდება, პოლიციის განყოფილების შესასვლელთან ყუმბარა ისროლა.
აფეთქების შედეგად პოლიციელები არ დაშავებულან, თუმცა ორ ეჭვმიტანილს ფეხის არეში ჰქონდა დაზიანებები, ინციდენტის შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მესამე ეჭვმიტანილი, პოლიციასა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან თითქმის ორსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, დააკავეს. მას პოლიციამ ოთხი ყუმბარა აღმოუჩინა.
იმავე დღეს, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორიზმის ბრალდებით, სამი კაცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
სომხეთის ხელისუფლებას თავდასხმის მოტივი ჯერ არ დაუსახელებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მესამე ეჭვმიტანილს ჰქონდა "სხვადასხვა" და "გაუგებარი" მოთხოვნები.
გუშინ, დღის ბოლოს, მმართველ პარტიასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ სამი ეჭვმიტანილი კავშირში იყო სასნა ცრერთან — ჯგუფთან, რომელმაც კონტროლი აიღო ერევანში პოლიციის განყოფილებაზე 2016 წელს, მოკლა ერთი პოლიციელ, რამდენიმე კი მძევლად აიყვანა.
ასევე, ჯგუფის წევრებმა მოითხოვეს ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის გადადგომა და აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემის შესახებ პოტენციური მოლაპარაკების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
დღეს დილით, 25 მარტს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ალიანსმა, სასნა ცრერის წევრებთან დაკავშირებულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ პოლიციამ მათი მხარდამჭერების ბინებში ჩხრეკა ჩაატარა.
მოგვიანებით, იმავე დღეს, ჯგუფმა პასუხისმგებლობა აიღო თავდასხმაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ასევე, დაადასტურა, რომ თავდამსხმელები, როგორც ჩანს, ალიანსის წევრები იყვნენ.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ალიანსმა თავდამსხმელთა სახელები და ფოტოები გამოაქვეყნა, ჯგუფის მოთხოვნებთან ერთად. ისინი მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას, სომხეთის "ღალატის“ გამო.
სტატია განახლდა 25 მარტს, მას შემდეგ, რაც ეროვნულ-დემოკრატიულმა ალიანსმა აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები