სომხეთში, ფაშინიანის შეურაცხყოფისთვის, ორი წამყვანი დააკავეს
მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პოდკასტის წამყვანები ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც შეურაცხყოფა მიაყენეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მმართველი პარტიის სხვა წევრებს.
"იმნემნიმის“ წამყვანებს, ვაზგენ საღათელიანს და ნარეკ სამსონიანს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მათი დაკავების შესახებ განცხადებაში სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნა, რომ საღათელიანმა და სამსონიანმა ჩაიდინეს ხულიგნობა "ზნეობრივი ნორმებისადმი ღიად ზიზღის გამოვლენით" და ფაშინიანისა და მისი კაბინეტის ლანძღვით.
კომიტეტმა მათი დაკავების მიზეზად დაასახელა 20 მარტს YouTube-ზე გაშვებული ეპიზოდი, პარლამენტის სხდომის შესახებ. ეპიზოდში ჩანს, რომ საღათელიანი და სამსონიანი კომენტარს აკეთებენ ფაშინიანის განცხადებებზე სომხების მიერ ოკუპირებული ოთხი სოფლის აზერბაიჯანისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ. მათ ბრალი ხულიგნობაში მეორე დღეს წაუყენეს.
AntiFake-მა, გამოცემამ, რომელიც აქვეყნებს პოდკასტ Imnemnimi-ს, პარასკევს გამოაქვეყნა სამსონიანის დაკავების კადრები. ვიდეოში ჩანს პოლიციელების ჯგუფი, მათ შორი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცველები. ისინი ეჯაჯგურებიან კაცს და სახით მიწაზე აწვენენ.
იმავე დღეს, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისმა განაცხადა, რომ ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იკვლევდნენ სამსონიანის დაკავების ვიდეოს.
ორშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნარეკ სარგსიანმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაჰე ღაზარიანმა სამინისტროს კადრების შესწავლა დაავალა.
"მიკერძოებული ნარატივები და არაავთენტური შინაარსი"
სამსონიანსაც და საღათელიანსაც აქვთ კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან; სამსონიანი მუშაობს "სამოქალაქო ცნობიერებასთან", ორგანიზაციასთან, რომელიც მართავს AntiFake-ს, ხოლო საღათელიანი არის "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი დეპუტატის, არმან საღათელიანის ძმა.
20 მარტის "იმნემნიმის" ეპიზოდის დროს, სამსონიანმა და საღათელიანმა განაცხადეს, რომ პარლამენტის სხდომის შესახებ საუბრისას მოუწევდათ უხამსი სიტყვების ხმარება.
"[ფაშინიანი] ხულიგნურად იქცეოდა დღეს ეროვნულ ასამბლეაში და ეს 18+ მისი ხულიგნური ქცევის ტოლფასია“, — თქვა სამსონიანმა.
2019 წელს, "ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიამ", პლატფორმამ, რომელიც დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების კამპანიების დოკუმენტირებას ახდენს, თქვა, რომ AntiFake პასუხისმგებელი იყო "მიკერძოებული ნარატივებისა და არაავთენტური შინაარსის გავრცელებაზე ინტერნეტში".
მათ დაასკვნეს, რომ AntiFake შეიძლება იყოს "დაკავშირებული კერძო პირებთან ან სუბიექტებთან, რომლებიც დაფუძნებულები არიან რუსეთში" და რომ AntiFake-ის დომენი რეგისტრირებულია სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში.
"უცხო IP მდებარეობა ხშირად არაავთენტური გავლენის ოპერაციის დამახასიათებელი ნიშანია, თუმცა ეს, თავისთავად, არ არის საბოლოო მტკიცებულება“, — წერდნენ ისინი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები