აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
სომხეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დაგეგმილმა სამმხრივმა შეხვედრამ აზერბაიჯანის უკმაყოფილება გამოიწვია. ის დასავლეთს სომხეთის მიმართ მიკერძოებაში ადანაშაულებს.
ოთხშაბათს, 27 მარტს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Azertac-მა გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, აიხან ჰაჯიზადეს განცხადება, 5 აპრილს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
ჰაჯიზადე ამბობს, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე უარყოფითი გავლენა აქვთ და ასევე, "ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას“ აწარმოებენ.
მისი მტკიცებით, სომხეთისადმი დასავლეთის მხარდაჭერა არის "ცალმხრივი და მიკერძოებული", რომ დაგეგმილი შეხვედრა არ არის გამჭვირვალე და ინკლუზიური და ეწინააღმდეგება რეგიონში "ნდობისა და სამართლიანობის აღდგენას".
"ეს ქმნის ახალ გამყოფ ხაზებს და ე.წ გავლენის სფეროებს რეგიონში, ნაცვლად იმისა, რომ სომხურ მხარეს მისცეს სტიმული კეთილსინდისიერად მოლაპარაკებისკენ", — თქვა მან.
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა კი თქვა, რომ აზერბაიჯანის რეაქცია, შეიძლება, იყოს იმის მანიშნებელი, რომ ისინი "პროვოკაციას" ამზადებენ.
გასულ კვირას სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ შეხვედრა აპრილის დასაწყისში გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
გრიგორიანის თქმით, განიხილავენ "სამმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას".
"ღონისძიების მიზანია სომხეთის მედეგობის გაძლიერება. ღონისძიების შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ უახლოეს მომავალში“, — განაცხადა მან.
სამშაბათს, 26 მარტს, შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ კითხვაზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ვაშინგტონის მიზანია, წაახალისოს ბაქო და ერევანი, რათა იმუშაონ ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გადალახვაზე და მიაღწიონ ხანგრძლივ, მშვიდობიან შეთანხმებას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები