საქართველოში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება — საქსტატი

ფოტო: AdobeStock
რა ხდება: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემების თანახმად, გასულ, 2023 წელს, საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.
- უარყოფითი ბუნებრივი მატება გულისხმობს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის.
- საქსტატის მონაცემებში, უარყოფითი ბუნებრივი მატების სხვაობა მინუს 2 542 ერთეულით განისაზღვრა.
- "ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
დეტალები: 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რიცხოვნობა, 2022 წელთან შედარებით, 5 %-ით შემცირდა.
- 2023 წელს ცოცხლად დაიბადა — სულ 40 214 ბავშვი, 19 204 გოგო და 21 010 ბიჭი.
- ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 %-დან 37.7 %-მდე;
- მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 33.6 % შეადგინა,
- ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 26.6 %-დან 27.5 %-მდე გაიზარდა.
საქსტატის თანახმად, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა, რეგიონების მიხედვით, ასეთია:

რეგიონების მიხედვით — ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა
ფოტო: საქსტატი
გაზრდილია ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი ორ კატეგორიაში — როგორც ჩვილთა, ასევე, 5 წლამდე მოკვდაობის მონაცემის მიხედვით.
გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში: საქსტატი აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 13.0 პროცენტით არის შემცირებული და 2023 წელს 42 756 ერთეული შეადგინა.
- გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა: თბილისში — 12 229 ადამიანი;
- ყველაზე ნაკლები: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში — 580 ადამიანი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები