რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
რა ხდება: ქართული ოცნება უკვე მეორე წელია, ამტკიცებს, რომ რუსული კანონი რუსული არ არის.
- გასული, 2023 წლის მარტში, ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას ხალხი პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ კი, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო.
ამ მასალაში გვინდა, მარტივად ავხსნათ, რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული.
- ქართული ოცნებისა და ღიად ანტიდასავლური ხალხის ძალის მიერ შემუშავებული კანონპროექტის ავტორების თქმით, ისინი აშშ-ში 1938 წელს მიღებული კანონპროექტით (FARA) ხელმძღვანელობენ, თუმცა, ეს ასე არ არის, და რეალურად, ოცნების კანონპროექტი ძალიან ჰგავს რუსეთში მოქმედ კანონს "უცხოეთის აგენტების შესახებ." სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ წინა წელს უწოდა მას ხალხმა რუსული.
- რუსული კანონი პირდაპირ არის მიმართული დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შესავიწროებლად, რადგან
რუსეთში არსებული ანალოგიური კანონის მსგავსად,
- "უცხო აგენტად" საქართველოშიც დასახელდებიან მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
- საქართველოში დამოუკიდებელი მედიის უდიდესი ნაწილი სწორედ უცხოური არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდება.
- რუსული და ანტიდასავლური კანონპროექტის მიხედვით კი, "შემოსავალში" იგულისხმება არამხოლოდ თანხა, არამედ ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი, რომელიც მედიასაშუალებამ უცხოური დაფინანსებით შეიძინა.
"იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, მისი საბაზრო ფასით გამოითვლება", — წერია მმართველი პარტიის კანონპროექტში.
შესაბამისად,
- მედიას მოუწევს უცხო აგენტად რეგისტრაციისათვის მიმართოს იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაშიც, თუ "პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი."
აქ ჩნდება კითხვა,
რა მოხდება, თუ მედია თავს აარიდებს უცხო აგენტად რეგისტრაციას?
დაჯარიმდება, რადგან კანონპროექტში ნათქვამია, რომ
უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით.
On.ge, ისევე, როგორც საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მედიები კი, არ ვაპირებთ დავრეგისტრირდეთ არც "უცხოური გავლენის აგენტად" და არც როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", რადგან ნებისმიერი ამგვარი იარლიყი შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას.
მედიის გარდა, კიდევ ვის მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები "უცხოურ ძალად"?
ფონდებს, ასოციაციებს, კორპორაციებს, კავშირებს, და სხვა ორგანიზაციებს, ან გაერთიანებას, რომელიც სხვა სახელმწიფოს სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული —
საქართველოში, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისთვის, ასეთი არაერთი დასავლური ორგანიზაცია გამოყოფს გრანტებს.
ასევე, კანონპროექტი "უცხოურ ძალად" განსაზღვრავს:
- უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელს;
- ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- იურიდიულ პირს, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
რუსეთის მაგალითი და სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენზურის ეფექტი
ქართული ოცნებიდან კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
- 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს, ვლადიმერ პუტინი, ქართული ოცნების მსგავსად, სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა.
- შედეგად, კანონის მიღებიდან მალევე, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან.
- 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით.
მთლიანობაში, ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიიღონ მდგრადი დაფინანსება მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უშლის რუსულ ბიზნესს, დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ქართული ოცნება ისე საუბრობს ამერიკულ FARA-ზე, რომ ადამიანებს არ ეუბნება მთავარს:
რა არის FARA:
- მარტივად — ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონი, რათა ნაცისტური იდეებისგან დაეცვა საზოგადოება და პოლიტიკა.
- კონტექსტი — იმ დროს, ნაცისტური გერმანია, ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით, აგრესიულად აფართოებდა საკუთარ გავლენას ევროპაში და არამხოლოდ; ნაცისტური რეჟიმი ცნობილი იყო თავისი დახვეწილი პროპაგანდისტული ტექნიკით, რომლის მიზანი იყო საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება და მხარდაჭერის მოპოვება საზღვარგარეთ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები უშუალოდ არ იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომში 1941 წლის 7 დეკემბრამდე, ქვეყანაში მაინც არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც სიმპათიით იყვნენ განწყობილი ნაცისტური იდეოლოგიის მიმართ და მხარს უჭერდნენ ქვეყნის იზოლაციონისტურ პოლიტიკას.
მათგან ზოგი აქტიურად უწყობდა ხელს ნაცისტურ პროპაგანდას და ცდილობდა, გავლენა მოეხდინა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში ჩართვის საწინააღმდეგოდ.
ამ იდეების ძირითადი ცენტრი შექმნა მოძრაობამ — ამერიკა უპირველეს ყოვლისა.
FARA-ს აღსრულებით კი, აშშ-ს მთავრობას ნაცისტური პროპაგანდისტული მცდელობების იდენტიფიცირება და წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, ისევე, როგორც ჯაშუშობის აღკვეთა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა.
ამან ხელი შეუწყო ნაცისტების მხარდამჭერების გამოვლენას და ასევე, ჩაშალა მათი ძალისხმევა, შეერყიათ ამერიკული დემოკრატია ნაცისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციით.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ:
- 1938 წლიდან დღემდე, ეს კანონი ბევრჯერ შეიცვალა და დღევანდელი შინაარსით, მიმართულია იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სხვა, უცხო ქვეყნების დაფინანსებით ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებენ ლობისტურ საქმიანობას, ან ინფორმაციის, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
- ასეთ შემთხვევაში კანონი აკისრებს ვალდებულებას, დარეგისტრირდნენ და განაცხადონ საკუთარი საქმიანობის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში.
- ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არის ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა: რუსული Russia Today, ჩინური China Daily, იაპონური NHK. ამ დროს კი, რუსეთში უცხოეთის აგენტად არიან გამოცხადებული როგორც უცხოური, ასევე, ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემები, მათ შორის: დოჟდი, მედუზა, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, ბელინგქეთი, დოიჩე ველე, ინსაიდერი.
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
კომენტარები