თბილისში თავისუფლების მარში იმართება. ქუჩებში ისმის სკანდირება — "არა რუსულ კანონს"
რა ხდება: დღეს, 2024 წლის 9 აპრილს, თბილისში თავისუფლების მარში იმართება.
- ეს არის მსვლელობა რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც დაიგეგმა გუშინ, 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ანტიდასავლური კანონი პარლამენტში ხელახლა დაარეგისტრირა.
-
მარშის ორგანიზატორები საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.
- პროტესტის გამოსახატად, მოქალაქეებმა შეკრება 18:00-ზე, რესპუბლიკის მოედანთან დაიწყეს და მსვლელობა საქართველოს პარლამენტის მიმართულებით გაგრძელდა.
თავისუფლების მარშის ძირითადი გზავნილებია: ევროპული მომავლისთვის!; ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!; ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!; კი ევროპას! არა რუსულ კანონს.
კომენტარები
მსვლელობისას, On.ge მარშის მონაწილეებს ესაუბრება. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ დღის ძირითადი გზავნილია კი ევროპას, არა — რუსულ კანონს.
გია ჯაფარიძე: "არა რუსეთს — ეს გზავნილი იყო 35 წლის წინ [1989 წლის 9 აპრილს] და არის დღესაც. არა რუსულ კანონს, რომელიც მეორედ დააინიციირა რუსული დღის წესრიგის მქონე მმართველმა პარტიამ", — გვითხრა დიპლომატმა, GRASS-ის და GSAC-ის უფროსმა მკვლევარმა.
"ეს კანონი, არის თავისი შინაარსით, თავიდან ბოლომდე რუსული. ყველა სიტყვა, ყველა წერტილი თუ მძიმე მასში რუსულია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს; ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ნებას, ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილს, ვცხოვრობდეთ კეთილდღეობისა და მშვიდობის სივრცეში. ეს არის კანონი, რომელიც მიმართულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ; ეს არის კანონი, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ რუსეთი და ეს, პესკოვმა, გააჟღერა კიდეც თავისი პირით."
- ჯაფარიძეს მხედველობაში აქვს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის მიერ, 4 აპრილს გაკეთებული განცხადება, რომ "მათ, ვისაც მწვავე და მკვეთრი რეაქცია აქვს, უფრო აქტიურად უნდა ავუხსნათ, რომ აბსურდია ამის რუსულ პროექტად მიჩნევა".
სიმონ ჯანაშია: "ეს კანონი გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს დემოკრატიულ სამყაროსთან და ამიტომაც ეძახის ხალხი რუსულ კანონს. ამიტომაც უნდა დავუპირისპირდეთ. ასევე, ამ კანონის მიღების პროცესი გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ შეიძლება, რომ ვენდოთ; საკუთარ ნათქვამსა და პირობას ისე გადათქვამდნენ, თითქოს, არ არსებობდეს არც ღირსება, არც ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება. მგონია, რომ არა მხოლოდ ამ კანონს, ზოგადად, ხელისუფლებას უნდა შევეწინააღმდეგოთ და ვიპოვოთ ის ახალი ხალხი, ვისაც შეიძლება ვენდოთ და ვანდოთ გადაწყვეტილებების მიღება და მომავალიც", — თქვა On.ge-სთან ისტორიკოსი და განათლების ექსპერტი.
მსვლელობაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის რამდენიმე ლიდერიც მივიდა.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები