ჩეჩნეთი ნელ და ჩქარ მუსიკას კრძალავს
ჩეჩნეთის კულტურის სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომელიც კრძალავს ყველა მუსიკას, რომლის რიტმიც წუთში 80 დარტყმაზე ნელია და 116-ზე სწრაფია.
3 აპრილს ჩეჩნეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ კულტურის მინისტრმა მუსა დადაევმა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სახელით, ეს შეზღუდვები გროზნოში, ჩეჩენ ხელოვანებს გააცნო.
"ამიერიდან, ყველა მუსიკალური, ვოკალური და ქორეოგრაფიული ნაწარმოები უნდა შეესაბამებოდეს რიტმს 80-დან 116 დარტყმამდე წუთში“, — განაცხადეს ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროში და აღნიშნეს, რომ ჩეჩნური მუსიკა უნდა შეესაბამებოდეს "ჩეჩნურ მენტალიტეტს".
დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება კანონი, ცნობილი არ არის.
ბენ უილერმა, მუსიკათმცოდნემ და ლეიბლის Mountain of Tongues-ის თანადამფუძნებელმა, რომელიც კავკასიური მუსიკის შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ცდილობს, OC Media-ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მუსიკაში ტემპების შეზღუდვის შესახებ არის "გაურკვეველი" და "დაუსაბუთებელი".
"ვფიქრობ, ზოგადი ვარაუდი არის ის, რომ ეს წესი მიემართება იმ მუსიკისკენ, რომელიც ხელისუფლების მიერ აღიქმება "არაჩეჩნური“ მუსიკის ელემენტების შემცველად. მაგრამ, რაც განცხადებაშიც ვნახე, დადაევს მოჰყავს ის ფაქტიც, რომ ჩეჩნური მუსიკალური კულტურა არის "განსხვავებული ტემპებითა და მეთოდოლოგიით“.
უილერმა ასევე თქვა, რომ ახალმა შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ხალხურ მუსიკასა და რელიგიურ ზიქრზე — ისლამური ლოცვის სუფიურ ფორმაზე, რომელშიც ფრაზები ან ლოცვები მეორდება ფეხის რიტმული დარტყმით, ტაშით, ან სუნთქვით.
"ჩეჩნური ხალხური მუსიკის კანონი, განსაკუთრებით გვიან საბჭოთა პერიოდში ჩაწერილი მასალები, შეიცავს ვირტუოზული აკორდეონის ნაწარმოებების მრავალფეროვნებას, რომლებიც შესრულებულია სწრაფი ტემპებით, რაც ბევრად აღემატება 116 დარტყმას წუთში", — განუცხადა უილერმა OC Media-ს.
"ამის გარდა კიდევ უამრავი მაგალითია, მათ შორის, ისეთი რელიგიური პრაქტიკა, როგორიც არის ჩეჩენი სუფიების მიერ შესრულებული ზიქრი, რომელიც წარმოადგენს ჩეჩნური კულტურის არამატერიალურ ასპექტებს, ეს ამ ახალი წესის უხეში დარღვევა იქნება".
უილერმა ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ დასავლურმა მედიამ, შესაძლოა, ახალი შეზღუდვები იუმორისტულად, ან — ისლამური ტრადიციებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებად აღიქვას.
"ჩეჩნეთში არსებობს რელიგიური რწმენის ხმოვანი გამოხატვის ძირძველი და მდიდარი ტრადიცია, რომელიც ამ რეგულაციამ ასევე შეიძლება შეზღუდოს", — თქვა მან. "ასე რომ, ამის მიზეზები და ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც მას ექნება მუსიკოსებსა და ჩეჩნურ კულტურაზე, გაცილებით რთული და მზაკვრული ჩანს, როგორც ამას ავრცელებენ".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვა"დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე "დაუშვებელია ქმედება, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაუჩენს შიშს" — სახალხო დამცველი ტელეფონით მუქარის ფაქტებზე
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
კომენტარები