ბაქოელ აქტივისტს, რომელიც ჰეიდარ ალიევის ქანდაკებაზე "სტალინის" დაწერისთვის დააკავეს, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აზერბაიჯანის პოლიციამ აქტივისტს, რომელიც აგვისტოში ჰეიდარ ალიევის ქანდაკებას დააწერა სიტყვა "სტალინი", 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით.
ბაქოს სისხლის სამართლის სასამართლომ 23 წლის ელბაი კარიმლის, ოპოზიციური პარტიის, სახალხო ფრონტის წევრს, პატიმრობა შაბათს, 6 აპრილს მიუსაჯა.
მისმა ადვოკატმა, ნემატ კარიმლიმ (რომელიც არ არის ელბაი კარიმლის ნათესავი), განუცხადა OC Media-ს, რომ მისი კლიენტი დააკავეს 2023 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის სახელი დააწერა გარდაცვლილი ეროვნული ლიდერის და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის, ჰეიდარ ალიევის, ქანდაკებას.
"მან სცადა ქანდაკების კვარცხლბეკის უკანა მხარეს დაეწერა "სტალინი", შემდეგ კი ქალაქის დასუფთავების სამსახურის წევრებმა ეს დაინახეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ის დააკავა და ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა", — თქვა მან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ელბაი კარიმლის ოჯახმა და მეგობრებმა მისი დაკავების შესახებ მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეიტყვეს. მისი ინფორმაციით, კარიმლი ბებიასთან ცხოვრობდა.
"ის ასაკოვანია და არავის იცნობდა შვილიშვილის მეგობრებიდან. მისი დაკავების შესახებ არც მისმა მეგობრებმა იცოდნენ. მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაურეკა მისმა ციხეში მყოფმა ერთ-ერთმა მეგობარმა მის მეგობრებს”, — თქვა ადვოკატმა.
როდესაც გაიგო, რომ მისი შვილიშვილი ნარკომანიის ბრალდებით დააკავეს, კარიმლის ბებიამ პოლიციას წერილი გაუგზავნა მისი გათავისუფლების მოთხოვნით და განაცხადა, რომ მას არასოდეს მოუხმარია ნარკოტიკი.
6 ნოემბერს დაწერილ წერილში, რომელიც OC Media-მ მოიპოვა, ელბაი კარიმლიმ მოუწოდა პოლიციის გამომძიებელ სუბჰან ზეინალოვს, დაეწყო ახალი გამოძიება მის საქმეზე.
წერილში კარიმლი ამბობდა, რომ ის დააკავეს იმის გამო, რომ ცდილობდა სტალინის სახელი დაეწერა ჰეიდარ ალიევის ქანდაკების კვარცხლბეკზე, ბაქოში, ცენტრალური ბანკის წინ. ის ამტკიცებდა, რომ მას არჩევანის უფლება მისცეს ორ ბრალდებას შორის: ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა, ან ნარკოტიკების მოხმარების ბრალდება.
"თუ ამ ორიდან ერთს არ ავირჩევდი, მათ მითხრეს, რომ გადმოწერდნენ სტრატეგიული სამხედრო ადგილების სურათებს და იტყოდნენ, რომ ამ ინფორმაციის გაზიარებას ვგეგმავდი ირანთან, ან სომხეთთან“, — ნათქვამია წერილში.
მას შემდეგ, რაც კარიმლიმ ნარკოდანაშაულის ბრალდება აირჩია, პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო ჯიბეში.
"მადლობა ალაჰს, რომ გიას იბრაჰიმოვის სახლში ერთი კილოგრამი ნარკოტიკი ვიპოვეთ”, უთხრა პოლიციამ კარიმლის, იგულისხმა ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების, გიას იბრაჰიმოვისა და ბაირამ მამედოვის დაკავება მას შემდეგ, რაც 2016 წელს ჰეიდარ ალიევის ქანდაკებაზე ორი გრაფიტი დახატეს.
სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ, ალი კარიმლიმ (ის, ასევე არ არის ელბაის კარიმლის ნათესავი), გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაგმო განაჩენი და განაცხადა, რომ ახალგაზრდა აქტივისტი პოლიციელებმა აწამეს.
"ელბაი დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს და ექვსი წლით დააპატიმრეს. ჩვენ, როგორც პარტიას, არ მოგვწონს, რომ ჩვენი ახალგაზრდები სკულპტურებზე წერენ და შემდეგ წლებს ციხეში ატარებენ. ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია არა ქანდაკებების წინააღმდეგ, არამედ ერთიანი ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლა", - თქვა კარიმლიმ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები