რუსული კანონის საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია იწყება — ონლაინმედიას შენობაში კვლავ არ უშვებენ

ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: დღეს, 10 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს.
- საკომიტეტო განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო.
- ისევე, როგორც ბიუროს სხდომის დროს, რომელზეც კანონპროექტი დარეგისტრირდა, ონლაინმედიის წარმომადგენლებს არ გვიშვებენ.
დეტალები: საკანონმდებლო ორგანოში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვიზიტორებს პარლამენტის შენობაში შესვლა ეზღუდებათ.
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
- მიზეზად, პარლამენტი სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას ასახელებს.
რუსული კანონის ქრონოლოგია:
2024 წლის 3 აპრილი
- ოცნებამ განაცხადა, რომ ისევ აპირებს იმავე რუსული კანონის კანონის მიღებას, რამაც მასშტაბური სახალხო წინააღმდეგობა გამოიწვია გასული წლის მარტში.
8 აპრილი
- პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, რუსული კანონი დარეგისტრირდა.
- პარლამენტში თქვეს, რომ კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 15 აპრილს დაიწყებს.
- ამას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის უკან.
- შესაბამისი ნებართვის მიუხედავად, პარლამენტში არ შეუშვეს დამოუკიდებელი მედიის ნაწილი.
- პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს კანონს.
- გავრცელდა 400-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება, მიმართვით — კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
- დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა ერთობლივად განვაცხადეთ, რომ ქართულ ოცნებას არ მივცემთ რუსული კანონის მიღების საშუალებას.
9 აპრილი
- თბილისში თავისუფლების მარში გაიმართა.
11 აპრილი
- ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, 17 მაისს გავა. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენის სავარაუდო თარიღი კი 16 აპრილია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები