16 აპრილს თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო 2 აქცია გაიმართება

ფოტო: მაიკო გაგუა / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მოკლედ: 16 აპრილს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქცია გაიმართება.
- 12:00 საათზე პარლამენტის შენობის უკან,
- 19:00 საათზე — პარლამენტის შენობის წინ.
ისევე, როგორც 15 აპრილს, მომიტინგეები გააპროტესტებენ მმართველი პარტიის დაჟინებულ სურვილს, რომ მიიღოს რუსული კანონი.
- დღევანდელ პროტესტს მთავრობამ სპეცრაზმის მობილიზებით უპასუხა, თუმცა, აქცია არ დაუშლია.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა დემონსტრანტები.
- უწყება ოფიციალურად, მხოლოდ 14 დაკავებულის შესახებ აცხადებს.
პროცედურულად: კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გასვლას წინ 15 აპრილის საკომიტეტო განხილვა უძღოდა.
- შემდეგი ეტაპი ბიუროს სხდომა იქნება, რომელიც პლენარული სხდომის გამართვამდეა ჩანიშნული.
- ზოგადად, კანონპროექტის მისაღებად საჭიროა დეპუტატების სამი მოსმენით მხარდაჭერა პლენარულ სხდომაზე.
- რუსული კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით მხარდაჭერის თარიღად 17 მაისია განსაზღვრული.
- კანონი, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს გადაეგზავნება.
- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს.
- თუმცა, ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, მას დასაძლევად საკმარისი მანდატი აქვს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები