აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
OC Media-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, 60-ზე მეტი ტიკტოკერი დააკავა, ან დაიბარა განყოფილებაში, "ამორალური შინაარსის მასალის“ გამოქვეყნების გამო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალური მედიის პლატფორმაზე კონტენტის შემქმნელები დააკავეს, პირველად გასულ კვირას გაჩნდა. Meydan TV, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვება, იტყობინება, რომ დაკავებულია, დაახლოებით, 10 ტიკტოკერი.
ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ დაკავებულებს საზოგადოების უპატივცემულობა ედებათ ბრალად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანარ გაფაროვმა განუცხადა OC Media-ს, რომ ხელისუფლებამ ბოლო სამი თვის განმავლობაში "ტიკტოკის" 60-ზე მეტი მომხმარებელი "დასაჯა".
"ზოგი დააკავეს, ზოგი დააჯარიმეს, ზოგთან კი პრევენციული საუბარი ჰქონდათ", — განაცხადა გაფაროვმა. "მაგრამ ჩვენ არ დაგვითვლია დაკავებულების და დაჯარიმებულების რაოდენობა, ამისი სტატისტიკა არ გვაქვს", — თქვა მან.
გაფაროვს არ უთქვამს, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის რომელი მუხლებით არიან ტიკტოკერები ბრალდებული, მაგრამ განაცხადა, რომ დაკავებულებმა გამოავლინეს "საზოგადოების ღია უპატივცემულობა და მორალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ სოციალურ პლატფორმებზე, განსაკუთრებით, პირდაპირ ეთერში".
OC Media-მ დაკავებულებთან დაკავშირება ვერ შეძლო.
პოლიციის მიერ დაკავებულებისა და დაჯარიმებულების შორის იყვნენ — სამირ რამაზანოვი, რომელიც სოციალურ ქსელში იყენებს მომხმარებლის სახელს Semka, მას 2 მილიონი გამომწერი ჰყავს TikTok-ზე; ჯასარატ ჯავადოვი, სახელით Pajizni Cesi, 45000 გამომწერი; ამრაჰ მაჰარამოვი, ტიკტოკზე სახელით —Magerramoff9, თითქმის 150,000 გამომწერი და როვშან სულეიმანოვი, ცნობილი როგორც Roshka Rosh, 89000 გამომწერით.
პოლიციამ, ასევე, დააკავა სადიგ მირზაევი, ცხრა წლის ტიკტოკერის, ადემ მირზაევის მამა, მას 114 000 გამომწერი ჰყავს TikTok-ზე. მირზაევის ვიდეოები, რომელშიც მას სთხოვენ, შეაგინოს ადამიანებს, ვირუსულად გავრცელდა. ბავშვის მამა 30 დღით დააკავეს.
ჯავადოვი, რომელიც 30 დღით იყო დაკავებული, აქვეყნებდა კონტენტს, რომელიც ძირითადად ქალებთან გასაუბრებაზე იყო ორიენტირებული. ის ცნობილია აზერბაიჯანული ჟარგონის და უხამსი სიტყვების გამოყენებით, და იმით, რომ აგროვებს ფულს არაპრივილეგირებულთა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე ადამიანების დასახმარებლად.
სულეიმანოვი პოლიციაში დაიბარეს, სავარაუდოდ, TikTok-ზე ვიდეოს გამოქვეყნების გამო, სადაც ურთიერთობებსა და სექსუალობაზე საუბრობს.
ფარიზ ნამაზლიმ, აზერბაიჯანელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა, თქვა, რომ დაკავებები და გამოძახებები "ხალხის სიტყვის თავისუფლების აღკვეთას" ისახავს მიზნად და ამტკიცებს, რომ ბრალდებები, რომლითაც ტიკტოკერები დააკავეს, გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო.
"მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამა თუ იმ სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, აცხადებდა, რომ ზოგიერთი პირისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისრებინათ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რომელი მუხლით უნდა მისცემოდნენ პასუხისგებაში", — უთხრა ნამაზლიმ OC Media-ს.
"ვფიქრობ, ამ ადამიანებს პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ სრულიად განსხვავებული სტანდარტების შესაბამისად, ყველაფერი ხდება ხალხის სიტყვის თავისუფლების აღკვეთისა და მათი დაშინების მიზნით".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი ომბუდსმენი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმაზე: მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
-
გადახედვა"ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური "ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
კომენტარები