აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის საგადასახადო სამსახურმა ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის (CHP) საბანკო ანგარიშები 15 აპრილს გაყინა. მიზეზად გადასახადებისგან თავის არიდებას ასახელებენ, თუმცა საგადასახადო ინსპექციას ორგანიზაციის მხრიდან რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია.
CHP არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც იურიდიულ და მატერიალურ დახმარებას უწევს აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს.
ცენტრის ადვოკატმა ლუდმილა აჩბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი ბენეფიციარები იურიდიული დახმარების გარეშე დარჩებიან, თუ აპრილის ბოლომდე ანგარიშები კვლავ დაბლოკილი დარჩება.
"თანამშრომლები მომდევნო თვეში, შესაძლოა, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ", — თქვა აჩბამ. "ჩვენ ასევე ვიღებთ უამრავ თხოვნას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ფინანსური დახმარება სჭირდებათ. საკვებს და სხვა მატერიალურ დახმარებას მათ შეძლებისდაგვარად ვაწვდით".
მისი თქმით, ორგანიზაციის ქონების გაყინვა უკანონო იყო და მიზნად ისახავდა თანამშრომლებზე ზეწოლას. მან აღნიშნა, რომ ოფიციალურად, ორგანიზაცია შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, დაუგეგმავი ინსპექტირება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეგმური შემოწმების დროს დაფიქსირდა დარღვევები.
საგადასახადო სამსახურმა დაასახელა CHP-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, ადვოკატი საიდ გეზერდაა, მისი სამეწარმეო საბანკო ანგარიშის მეშვეობით შესაძლო გადასახადების თავიდან აცილების გამოძიების ფარგლებში.
"დიდი ხანია, რაიმე ქმედებას ველოდი. და ამ სტანდარტით, კარგად ცნობილი გზით, გადასახადების სავარაუდო გადაუხდელობით დაიწყეს ზეწოლა. ეს ყველაფერი ხდება [საპრეზიდენტო] არჩევნების წინ”, — თქვა გეზერდაამ და ასევე, აღნიშნა, რომ ანგარიში გაუყინეს მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მარტშია დაგეგმილი.
"მე ყოველთვის გამოვხატავ ჩემს კრიტიკულ აზრს იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს ხდება ბიჭვინთასთან, დემოკრატიასთან დაკავშირებით აფხაზეთში", — თქვა მან.
გეზერდაამ, ასევე, დაადანაშაულა ბანკები კონფიდენციალურობის შესახებ კანონების დარღვევაში, ხელისუფლებას მისი და CHP-ის საბანკო ანგარიშებზე წვდომის მიცემით.
"ეს არის სტანდარტული, ჩვეულებრივი გადასახადები, მაგრამ უნდათ წარმოაჩინონ, რომ სამუშაო საქმიანობის გარდა, თითქოსდა სამეწარმეო საქმიანობით ვართ დაკავებული, რაც, ზოგადად, აბსურდია", — განაცხადა მან.
გეზერდაამ ასევე განაცხადა, რომ აქტივების გაყინვა პოლიტიკურად მოტივირებული იყო, აფხაზეთის პარლამენტის მიერ თებერვალში პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ წარდგენილი უცხო აგენტების შესახებ კანონის განხილვის წინ.
"უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება საკომიტეტო განხილვაზე მაინც ვერ მოხდება, ყველაფერი ჭიანურდება. მე ვფიქრობ, რომ ვიღაც უბრალოდ აწყობს მასალებს დეპუტატების საქაღალდეებისთვის, სადაც ამ ვითარებას დამახინჯებული სახით წარმოაჩენენ", — განაცხადა მან.
"ჩვენს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, პირიქით, თუ გადახედავთ, რა ფინანსური წვლილი შევიტანეთ ჩვენ ქვეყანაში, ეს გადააჭარბებს მათ ნებისმიერ მცდელობას, დაგვადანაშაულონ რაიმე უკანონობაში".
ანგარიშების გაყინვიდან ერთი კვირით ნაკლებ დროში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე სოციალური და კულტურული ინიციატივების საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის, აზამატ ბაგათელიას წინააღმდეგ, ასევე, გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.
მისი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, რომელიც სთავაზობს სოციალურ დაცვას აფხაზეთში დაბალი შემოსავლის მქონე და გაჭირვებულ ადამიანებს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის იურიდიული კლასიფიკაცია, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, თებერვლის ბოლოს ამოიწურა. კლასიფიკაცია ათავისუფლებს საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასახადებისგან და მოსაკრებლებისგან.
მათ დაადანაშაულეს ბაგათელია გადასახადების განზრახ თავის არიდებაში, რომელიც აღემატება 1,5 მილიონ რუბლს (16000 აშშ დოლარს), მიუხედავად იმისა, რომ ბაგათელიამ გადაიხადა თანხა მას შემდეგ, რაც საქველმოქმედო ფონდმა დაკარგა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები