700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს

ფოტო: კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო"
მოკლედ: 700-ზე მეტი მასწავლებელი, ერთობლივი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას, რომელსაც 5 მაისს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.
- განცხადებას, ამ დროისთვის, 712 მასწავლებელი აწერს ხელს.
დეტალები: მასწავლებლები წერენ, რომ აფხაზავაზე თავდასხმა არის "სახიფათო პრეცედენტი", რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ: "ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული".
- მასწავლებლები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.
კონტექსტი: 5 მაისს, ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, ლადო აფხაზავას თავს დაესხა ჯოხებით შეიარაღებული სამი ადამიანი.
- აფხაზავას თქმით, თავდასხმის დროს, 20 წლის შვილთან ერთად იყო.
- მისივე თქმით, სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს.
ლადო აფხაზავა მედიასთან ამბობს, რომ მასზე თავდასხმას, რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზავაზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები