ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა

ფოტო: ფორმულა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: პარტია ახალის წევრის, გიორგი ონიანის განცხადებით, უცნობი პირები სახლში მიუვარდნენ, სადაც მისი 14 წლის შვილი მარტო იმყოფებოდა.
- ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
დეტალები: ოპოზიციონერის თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თავად, ცოლთან ერთად დიმა ჩიქოვანის მოსანახულებლად საავადმყოფოში იმყოფებოდა.
- "ორი დღეა მიმდინარეობს ეს შეურაცხმყოფელი ზარები და გინებები, როგორც ჩემზე, ასევე, ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონებზე. დღეს როცა გავიგე, რომ დიმა ჩიქოვანს სცემეს, წავედით საავადმყოფოში მე და ჩემი მეუღლე და სახლში დარჩა ჩემი 14 წლის შვილი. სუს-მა რომ გაიგო, რომ უფროსები არ ვიყავით სახლში, მოუვარდა ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა, ეს არის, რაც შერჩენია ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ყველაზე დიდი სისუსტე, რაც შეიძლება გააკეთოს და სამწუხაროდ აკეთებს", — თქვა ონიანმა ფორმულასთან.
ბოლო ხაზი: გუშინ, 8 მაისის ღამეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის სამ მოწინააღმდეგეს — გია ჯაფარიძეს, ლაშა ღვინიანიძეს და დიმიტრი ჩიქოვანს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვარამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა რამ გამოიწვია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ერთმანეთისგან განცალკევება — კვლევა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები