"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა

0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა ხდება: კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
- ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დეტალები: მოსამართლემ თქვა, რომ საქმეში არსებობს ვიდეომასალა და ნარკოტიკზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები.
- მას რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, ასევე, მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვასაც.
- ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს იყო საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა.
- მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი ვიდეომტკიცებულებებიც.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები