პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს

ფოტო: AFP / Getty Images
კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს, რომელიც გუშინ დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა.
პუტინმა, კომენტარი რუსეთის მთავრობასთან თათბირზე გააკეთა;
„როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს“, - ირწმუნება რუსეთის პრეზიდენტი
სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ცნობებით, 6 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, სამი სოფელი აიღეს. ერთ-ერთი ტელეგრამ-არხის ავტორის, მიხაილ ზვინჩუკის თქმით, უკრაინელების დანაყოფმა დაიკავა: ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვერდლიკოვო. უკრაინულ და რუსულ დანაყოფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს კიდევ ორ სოფელში, გონჩარივკასა და ოლეშნიაში.
რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის, ალექსეი სმირნოვის თქმით, - ''ნაცისტების შეტევას ოლქი გმირულ წინააღმდეგობას უწევს''
უკრაინის ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები