რატომ ადანაშაულებენ ბლეიკ ლაივლის ოჯახში ძალადობის მიმართ გულგრილობაში

ფოტო: CNN
ფილმი, რომლის გარშემოც ბოლო კვირის განმავლობაში მითქმა-მოთქმა არ წყდება, კოლინ ჰუვერის 2016 წლის ბესტსელერად ქცეული რომანის It Ends With Us-ის ეკრანიზაციაა. აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოსვლის დღიდან The New York Times-ის ბესტსელერების სიას 90 კვირის განმავლობაში არ ტოვებდა, შესაბამისად, ფილმის მიმართაც ამგვარი მოლოდინი გაჩნდა.

ფოტო: seattletimes
ფილმში ბლეიკ ლაივლისთან ერთად, ჯასტინ ბალდონი თამაშობს, რომელიც ასევე ფილმის რეჟისორია. ბლეიკ ლაივლი ცნობილი გახდა ფილმით The Sisterhood of the Traveling Pants და სერიალით Gossip Girl, ხოლო ჯასტინ ბალდონი მაყურებელმა სერიალით Jane the Virgin გაიცნო.

ფოტო: CNN
ფილმი 9 აგვისტოს გამოვიდა, მისი მთავარი ხაზი კი ოჯახში ძალადობის თემაა. ბუნებრივია, ფილმის გამოსვლის შემდეგ პრომოტურის განმავლობაში მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს არაერთ კითხვას უსვამენ, მათ შორის, ოჯახში თუ პარტნიორის მხრიდან ძალადობის პრობლემაზე.
ამჯერად, საზოგადოების უკმაყოფილება და აღშფოთება ბლეიკ ლაივლის ინტერვიუმ გამოიწვია, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
ჟურნალისტმა, ჯეიკ ჰემილტონმა ბლეიკ ლაივლის კითხვა დაუსვა — "ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს თუ თქვენთან დაკავშირება მოუნდათ, რას ურჩევდით მათ?".
როგორც ჩანს, ლაივლიმ კითხვა სერიოზულად არ აღიქვა და "ლოჯისტიკის" შესახებ ხუმრობა დაიწყო, თუ როგორ მოუწევდა მას ტელეფონის ნომრის, მისამართის ან ადგილმდებარეობის გაზიარება, რამაც საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია, მსახიობი კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ არასოლიდარულობასა და გულგრილობაში დაადანაშაულეს.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები