სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს თბილისში აქცია დაანონსა

31 ოქტომბერს, 20 საათზე ერთობლივი ბრიფინგი გამართა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ.
ძლიერი საქართველო, ერთობა — ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ნოემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს.
ანა დოლიძის [ძლიერი საქართველო] თქმით, ორშაბათს დეტალურად წარმოადგენენ გეგმას თუ როგორ აპირებს 3 ოპოზიციური გაერთიანება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაციის მიღწევას და გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადასტურებას.
"მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ — შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი.
[...]
ჩვენს პარტნიორებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ [გაყალბების] სქემები. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ ოპერაციაზე არჩევნების მოტაცებისთვის. მოვიპოვეთ სქემები, რომელიც დასტურდება ათასი ვიდეოფაილით. ვინც ჩართული იყო, იქნება გამოვლენილი და დასჯილი. შევიკრიბებით, ორშაბათს საღამოს, შვიდ საათზე" — განაცხადა ანა დოლიძემ.
თინა ბოკუჩავა [ერთობა — ნაციონალური მოძრაობა] ამბობს, რომ აქციები შედეგზე ორიენტირებული იქნება.
ელენე ხოშტარიამ [კოალიცია ცვლილებებისთვის] კი დასძინა, რომ ოპოზიცია საზოგადოების წარმომადგენლებს მიიწვევს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის.
აღნიშნულ ბრიფინგს არ ესწრებოდნენ პარტიის გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები