"უხარისხო" კანდიდატურების გამო, მოლდოვა ევროვიზია 2025-ს გამოეთიშა

ფოტო: Getty Images
მოლდოვამ 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გადაწყვეტილება "არსებული მდგომარეობის, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და შემოქმედებითი სირთულეების" გათვალისწინებით იქნა მიღებული. მაუწყებლის ხელმძღვანელი, კორნელიუ დურნესკუ, მიზეზებად მაყურებლის ინტერესის კლებასა და შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილე სიმღერების დაბალ ხარისხს ასახელებს. დურნესკუს თქმით, მუსიკოსებისა და საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს.
დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობას 38 ქვეყანა მიიღებდა, მათ შორის, მოლდოვა. ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შიდაშესარჩევი კონკურსიც გამოაცხადა, რომლის ფინალური ეტაპისთვის 12 კანდიდატურა შეირჩა. თუმცა, მოლდოვის საზმაუს დირექტორის თქმით, სამომავლოდ შერჩევის მეთოდი და კრიტერიუმები შეიცვლება.
"დარწმუნებულები ვართ, ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ კონკურსისადმი ინტერესს გაზრდის და ევროვიზიაზე მეტი შემართებით დავბრუნდებით. მნიშვნელოვანია, მუსიკოსებს დიდ სცენაზე გამოსვლისა და უკეთესად მომზადების შესაძლებლობა ჰქონდეთ", — აცხადებს ევროვიზიაზე მოლდოვის დელეგაციის ხელმძღვანელი, დანიელა კრუდუ.
დურნესკუ ამატებს, რომ ევროვიზიაზე მონაწილეობა დაკავშირებულია სერიოზულ ხარჯებთან, რომელიც მოიცავს შიდაშესარჩევი კონკურსის ორგანიზებას, კონკურსანტის პრომოკამპანიას, მასპინძელ ქვეყანაში დელეგაციის მგზავრობისა და საცხოვრებლის უზრუნველყოფას. ამასთან, ევროვიზიაზე მონაწილეობის საფასური მოლდოვისთვის 21 ათასზე მეტ ევროს შეადგენს.

ფოტო: Corinne Cumming / EBU
2025 წლის ევროვიზიისთვის მზადება კი გრძელდება. რიგით 69-ე ევროფესტივალს გასული წლის გამარჯვებული შვეიცარია უმასპინძლებს. ქალაქ ბაზელში კონკურსის ნახევარფინალური ტურები 13 და 15 მაისს, გრანდიოზული ფინალი კი 17 მაისს გაიმართება.
წლევანდელ ევროვიზიაზე მონაწილეობას მიიღებს საქართველოც, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეირჩევა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი მომღერალი და საკონკურსო სიმღერა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები