2025 წლის ევროვიზიამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, ვინ წარადგენს საქართველოს ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე. რიგით 69-ე ევროფესტივალზე, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ბაზელი უმასპინძლებს, 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას; მათ დიდ ნაწილს მომღერალი უკვე შერჩეული ჰყავს და წინასაკონკურსო სამზადისიც დაწყებული აქვს. ჩვენთან კი ევროვიზიის გულშემატკივრები ჯერ კიდევ აქტიურად განიხილავენ, ვინ უნდა წარადგინოს საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე.

ამიტომ, მოდი, ამჯერად გამოკითხვა ვცადოთ — ვის ისურვებდით, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსულიყო ევროფესტივალზე? ქვემოთ, ჩამონათვალში, იმ ქართველ შემსრულებლებს ნახავთ, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად განიხილებიან ამ პოზიციაზე.

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...