ტრამპმა ზელენსკი დიქტატორად მოიხსენია და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სრულად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას მიეძღვნა. ტრამპმა ზელენსკის დიქტატორიც კი უწოდა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
"დავფიქრდეთ, საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა აშშ, დაეხარჯა 350 მილიარდი დოლარი, რათა წასულიყო ომში, რომლის მოგებაც შეუძლებელი იყო, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და რომელიც აშშ-ისა და ტრამპის გარეშე ვერასოდეს დასრულდება. აშშ-მა დახარჯა 200 მილიარდი დოლარით მეტი ევროპაზე და ევროპის თანხები დაცულია, როცა აშშ უკან ვერაფერს მიიღებს. რატომ არ მოითხოვა მძინარე ჯო ბაიდენმა გათანაბრება — ეს ომი ევროპისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის — ჩვენ გამყოფად დიდი, ლამაზი ოკეანე გვაქვს. ამას დამატებული, ზელენსკი აღიარებს, რომ ჩვენ მიერ გაგზავნილი თანხის ნახევარი "დაიკარგა". ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, აქვს ძალიან დაბალი მხარდაჭერა უკრაინულ გამოკითხვებში და ერთადერთი, რაც კარგად გამოსდიოდა, ბაიდენით მანიპულირება იყო. დიქტატორმა არჩევნების გარეშე, ზელენსკიმ, უმჯობესია იმოქმედოს სწრაფად, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება. ამასობაში, ჩვენ წარმატებულად განვიხილავთ ომის დასრულებას რუსეთთან, რაც, ყველა აღიარებს, მხოლოდ ტრამპსა და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია. ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ ვერ შეძლო მშვიდობის დამყარება, ხოლო ზელენსკის სურს მარტივი შემოსავლის შენარჩუნება. მე მიყვარს უკრაინა, თუმცა ზელენსკიმ საშინლად იმოქმედა, მისი ქვეყანა განადგურებულია და მილიონები არასაჭიროდ დაიღუპნენ, რაც გრძელდება...", — წერს დონალდ ტრამპი.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
კომენტარები