აზერბაიჯანის მთავრობამ ბაქოში BBC News-ის აზერბაიჯანული მაუწყებლობის შეჩერების ბრძანება გასცა

აზერბაიჯანის მთავრობამ ბაქოში BBC News-ის აზერბაიჯანული მაუწყებლობის შეჩერების ბრძანება გასცა.
ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, BBC News-ს ოფისი ბაქოში დაიხურა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ სიტყვიერი ბრძანება აზერბაიჯანი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს. BBC ამ ნაბიჯს პრესის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლას უწოდებს.
BBC-ის ცნობით, ბაქოში მათმა ჟურნალისტურმა ჯგუფმა შეწყვიტა საქმიანობა იქამდე, სანამ არ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრძანებას არ დააზუსტებს.
"ძალიან ვწუხვართ პრესის თავისუფლების შემზღუდავი ამ ნაბიჯის გამო, რომელიც შეაფერხებს ჩვენს შესაძლებლობას, აზერბაიჯანში და მის გარეთ აუდიტორიას ინფორმაცია მივაწოდოთ", — წერს BBC.
მაუწყებელს ბრძანება წერილობითი ფორმით არ მიუღია, ამიტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან გადაწყვეტილების დაზუსტებას ცდილობს, მაგრამ, ჯერჯერობით, უშედეგოდ.
BBC News-ის აზერბაიჯანულ მაუყწებლობას, საშუალოდ, კვირაში 1 მილიონი მაყურებელი ჰყავს და ეს რიცხვი მზარდია. ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი აზერბაიჯანში 1994 წლიდან მუშაობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
კომენტარები